საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდა წევრი მათე ხატიაშვილი კარიერას ამერიკის კოლეჯების ლიგაში გააგრძელებს და ახალ სეზონში სამხრეთ კალიფორნიის აკადემიის ღირსებას დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ 17 წლის პერსპექტიული გამთამაშებელი აქამდე ცნობილი ესპანური ბასკონიას წევრი გახლდათ, სადაც ახალგაზრდული გუნდის ლიდერის სტატუსით სარგებლობდა და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს საკლუბო ტურნირზე, ACB ლიგაში ორი მატჩის ჩატარებაც შეძლო.
ნიჭიერმა კალათბურთელმა თავისი თამაშით უკვე დაიმსახურა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ნდობაც.
სერბი სპეციალისტი მათეს ეროვნულ გუნდში რეგულარულად აძლევს შანსს და ახალგაზრდამ საქართველოს ნაკრების მაისურით უკვე ოთხი შეხვედრის ჩატარება მოასწრო.
ამერიკულ აკადემიაში გადასვლა მის განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.