გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში თავის დებიუტს გამოეხმაურა.
"განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში.
ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობთ მხარდაჭერისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია." - წერს სოციალურ ქსელში ქართველი მეკარე.
პრესტონთან ამხანაგური მატჩი მამარდამ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე პირველი ტაიმი გოლის გაშვების გარეშე გაატარა.