ყოფილი ესპანელი მსაჯი, ედუარდო იტურალდე გონსალესი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, საფრანგეთის წინააღმდეგ დანიშნული პენალტი VAR-ს უნდა გაეუქმებინა, რადგან ლამინ იამალმა მანამდე ხელით ითამაშა.
ესპანეთის ნაკრების ვინგერმა თერთმეტმეტრიანი შეხვედრის მე-20 წუთზე მოიპოვა, როდესაც ის საჯარიმოს ხაზთან მცველმა ლუკა დინმა წააქცია. ფრანგი ბურთის მოგერიებას ცდილობდა, ზურგიდან ამომხტარი იამალი ვერ შეამჩნია და ფეხში ჩაარტყა.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ივან ბარტონმა პენალტი დანიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა ზუსტად შეასრულა.
„მეგონა, რომ მსაჯი პენალტს გააუქმებდა, რადგან ლამინმა ბურთი ხელით მიიღო. ეს არის ხელით თამაში შეტევის ფაზაში, რასაც საბოლოოდ პენალტი მოჰყვა.
დინის დარტყმა ხელით თამაშის შემდეგ მოხდა და VAR-ს ამის შესახებ მთავარი მსაჯისთვის უნდა შეეტყობინებინა“, - განაცხადა იტურალდემ Carrusel Deportivo-ს ეთერში საუბრისას.