-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 25-ე ტურს ევერტონისა და კრისტალ პალასის შეხვედრა დახურავს.
ევერტონი - კრისტალ პალასი (23:59) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ევერტონის ნახევარმცველმა აბდულაიე დუკურემ ბარძაყის ტრავმა მოირჩინა და თამაში შეეძლება.
ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდა ბენ გოდფრიც, არნაუტ დანჯუმა და ანდრე გომეში კი გუნდს დააკლდებიან.
კრისტალ პალასის მცველი მარკ გუეი მუხლის პრობლემის შემდეგ ახლოსაა დაბრუნებასთან, მაგრამ მისი თამაში არაა მოსალოდნელი.
მაიკლ ოლისე, ებერეჩი ეზე რაკ-საკი კი ბარძაყის ტრავმების გამო ვერ შეძლებენ თამაშს.
ევერტონი
ევერტონს პრემიერ ლიგაში ბოლო 7 მატჩი არ მოუგია (3 ფრე, 4 წაგება), რაც ყველაზე გრძელი აქტიური სერიაა ჩემპიონატში.
გუნდმა ბოლო 5 პრემიერლიგური შეხვედრიდან 4-ში გოლი ვერ გაიტანა.
ევერტონს ყველა ტურნირზე ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული, ისიც კრისტალ პალასთან FA თასზე გასულ თვეში.
კანფეტებს შეუძლიათ ზედიზედ მე-3 ფრე დააფიქსირონ სახლში, რაც 2015 წლის შემდეგ არ მომხდარა (ზედიზედ 4 ფრე).
ჯორდან პიკფორდმა მიმდინარე სეზონში 8-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც ყველა სხვა მეკარეზე უკეთესი შედეგია. ინგლისელმა მეკარემ უკვე გაიმერა წინა მთლიანი სეზონის შედეგი.
დომინიკ კალვერტ-ლუინს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 შეხვედრაში არ გაუტანია გოლი.
კრისტალ პალასი
კრისტალ პალასს პრემიერ ლიგაში ბოლო 4 მატჩიდან 3 წაგებული აქვს.
გასვლაზე კი ბოლო 6 შეხვედრა გუნდს ჩემპიონატში არ მოუგია და შესაძლოა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-5 მარცხიც განიცადოს, რაც 2017 წელს მოხდა ბოლოს (ზედიზედ 9).
პალასმა ბოლო 4 მატჩში 14 გოლი გაუშვა.
არწივებს პრემიერ ლიგის ბოლო 13 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახიათ, ბოლოს ეს 4 ნოემბერს ბარნლისთან მოგებულ (2-0) შეხვედრაში მოხდა.
ჯეფრი შლუპი ხდება მე-4 მოთამაშე, რომელიც კრისტალ პალასის მაისურით პრემიერ ლიგაში 200 მატჩს ჩაატარებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ევერტონი - პიკფორდი; კოულმენი, ტარკოვსკი, ბრენტვეიტი, მიკოლენკო; ჰარისონი, ონანა, გარნერი, დუკურე, მაკნილი; კალვერტ-ლუინი.
კრისტალ პალასი - ჰენდერსონი; მუნიოსი, ანდერსენი, რიჩარდსი, მიჩელი; აჰამადა, ლერმა, უორტონი; აიუ, მატეტა, ფრანკა.
მატჩს პოლ ტირნი განსჯის, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 52 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.
კომენტარები