მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
9 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე C ჯგუფის მატჩები მოულოდნელად ძალიან მოსაწყენი გამოვიდა.
დანია 0:0 სერბეთი
ინგლისი 0:0 სლოვენია
ორივე შეხვედრა დაძაბული, მაგრამ სამწუხაროდ უგოლო გამოვიდა.
ინგლისმა 1 გამარჯვებით და 2 ფრით 5 ქულა დააგროვა და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა.
მეორე-მესამეადგილოსნების გასარკვევად კი დამატებითი მაჩვენებლები გახდა საჭირო - დანია და სლოვენია თანაბრად იყვნენ ურთიერთშეხვედრებში, გატანილ და გაშვებულ გოლებში და ყვითელ ბარათებშიც კი. ამიტომ, მეორეადგილოსნის გარკვევა ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკავებული პოზიციით გახდა საჭირო.
გამომდინარე იქიდან, რომ დანიამ საკვალიფიკაციოზე სლოვენიაზე მაღალი პოზიცია დაიკავა, ევროv2024-ზე მეორე ადგილიც სწორედ მას ერგო. საინტერესოა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ეს ორი გუნდი ერთ ჯგუფში იყვნენ და ერთნაირი რაოდენობის ქულები დააგროვეს, თუმცა დანიამ იქაც დამატებითი მაჩვენებლებით მოახერხა მოწინავე პოზიციის დაკავება.
ამრიგად, სლოვენიას 3 ქულით მე-3 ადგილი ერგო, სერბეთი კი 2 ქულით და -1 ბურთების მაჩვენებლით ბოლო ადგილს დასჯერდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
12 საათის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ