ევრობასკეტ 2025-ის პლეიოფები 6-14 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება.
მანამდე კი ჯგუფური ეტაპი მიმდინარეობს, სადაც მერვედფინალისტების ვინაობა ირკვევა. უკვე ცნობილია 8 გუნდი, რომელიც 1/8 ფინალში გარანტირებულად იასპარეზებს.
A ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდნენ ლატვია, სერბეთი და თურქეთი. მე-4 საგზურისთვის ესტონეთი და პორტუგალია იბრძოლებენ, ჩეხეთს კი თეორიული შანსიც აღარ დარჩა.
B ჯგუფიდან გასვლა ფინეთმა, გერმანიამ და ლიეტუვამ გაინაღდეს. დიდი ბრიტანეთი, მონტენეგრო და შვედეთი კი შანსს კვლავ ინარჩუნებენ.
C ჯგუფიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ საბერძნეთის გასვლაა გარანტირებული. ბოსნია და ჰერცეგოვინა, კვიპროსი, საქართველო, იტალია და ესპანეთი კი ბოლო 2 ტურში იბრძოლებენ პლეიოფის საგზურისთვის.
D ჯგუფიდან ოფიციალურად გასულია პოლონეთი. ბელგია, საფრანგეთი, ისლანდია, ისრაელი და სლოვენია კი ბრძოლას აგრძელებენ.