ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპი გრძელდება.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში მეხუთე მერვედფინალური მატჩი, პოლონეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის გაიმართა.
მატჩი ბოსნიელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ მეოთხედში ისინი 11-ქულიანი უპირატესობითაც იგებდნენ, საბოლოოდ პირველი ტაიმი ბოსნიის გამარჯვებით 40-44 დასრულდა.
მესამე მეოთხედში ბოსნიელები 8 ქულით გავიდნენ წინ, თუმცა პოლონელებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს და ბოლო მეოთხედს ერთქულიანი უპირატესობით (62-61) შეხვდნენ.
ბოლო მეოთხედში პოლონეთის ნაკრებმა გადამწყვეტი გაქცევის მოწყობა მოახერხა და საბოლოოდ 8 ქულით (80-72) იმარჯვა. გამარჯვებულ გუნდს ჯორდან ლოიდმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა მიითვალა, იუსუფ ნურკიჩის 20 ქულა კი ბოსნიას არ ეყო.
პოლონეთი 1/4 ფინალში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ შვედეთი დაამარცხა 85-79.
მომდევნო მერვედფინალური მატჩი საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის 16:15 საათზე დაიწყება.
უდიდესი სენსაცია - ფინეთმა სერბეთს მოუგო და ევრობასკეტის 1/4 ფინალშია