ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების 2025/26 წლების სეზონი ფინალურ ფაზაში შედის და რამდენიმე ქვეყანაში ტიტულისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება.
ინგლისი
პრემიერ ლიგაში მანჩესტერ სიტი არსენალთან სხვაობის შემცირებას ცდილობს. კრისტალ პალასთან 3-0 გამარჯვების შემდეგ, სიტიმ ლიდერამდე სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, სეზონის დასრულებამდე კი ორი ტურია დარჩენილი. არსენალი ფავორიტად მიიჩნევა, რადგან დარჩენილ მატჩებში ბარნლისა და კრისტალ პალასს უპირისპირდება.
შოტლანდია
პრემიერშიპში დრამატული ვითარებაა. სელტიკმა გვიანი პენალტის წყალობით შეინარჩუნა შანსი, რომ გახდეს ჩემპიონი, თუკი საკუთარ მოედანზე გადამწყვეტ მატჩში კონკურენტს დაამარცხებს.
41-წლიანი გლაზგოური დომინაციის დასასრული? - სიგიჟე შოტლანდიურად
ავსტრია
ბუნდესლიგის ტიტულისთვის ორი გუნდი იბრძვის. ამჟამად ლიდერი ლასკია, რომელიც შტურმ გრაცს ორი ქულით უსწრებს. ლასკს ჩემპიონობისთვის ავსტრია ვენასთან სტუმრად მოგება სჭირდება, ხოლო შტურმ გრაცმა რაპიდ ვენას უნდა სძლიოს და კონკურენტის შეცდომას დაელოდოს.
ბელგია
პრო ლიგაში სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი. კლუბ ბრიუგე იუნიონ სენტ-ჟილუაზს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და ამ უქმეებზე სწორედ ეს ორი გუნდი ხვდება ერთმანეთს, რაც შესაძლოა ტიტულის ბედისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
უნგრეთი
სეზონი კულმინაციას აღწევს, სადაც ETO FC-ს ჩემპიონობისთვის კისვარდასთან გამარჯვება სჭირდება. მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება რობი კინის გაწვრთნილი ფერენცვაროში, რომელიც ბოლო ტურში ზალაეგერსეგს მასპინძლობს.
პოლონეთი
ექსტრაკლასაში ორ ტურში უნდა გადაწყდეს ყველაფერი. ლეხ პოზნანი ოთხი ქულით ლიდერობს და რადომიაკ რადომთან გამარჯვების შემთხვევაში ტიტულს გაინაღდებს, თუმცა იაგელონია ნებისმიერ შეცდომას ელოდება.
რუმინეთი
ლიგა I-ში საჩემპიონო დუელია მოსალოდნელი. უნივერსიტატეა კრაიოვა ერთქულიანი უპირატესობით ლიდერობს და კვირას სწორედ უშუალო კონკურენტს, უნივერსიტატეა კლუჟს მასპინძლობს, სადაც მოგება მათ ჩემპიონობას ნიშნავს.