• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
41-წლიანი გლაზგოური დომინაციის დასასრული? - სიგიჟე შოტლანდიურად
ფეხბურთიფეხბურთი

41-წლიანი გლაზგოური დომინაციის დასასრული? - სიგიჟე შოტლანდიურად

12 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შოტლანდიის პრემიერშიფის ჩემპიონშიფ რაუნდის 36-ე ტურში ცხრილის ლიდერმა ჰართსმა ქულები მაზერვილთან დაკარგა, ხოლო 56-ე საჩემპიონო ტიტულის მაძიებელმა სელტიკმა ოლდ ფირმში რეინჯერსი 3:1 დაამარცხა და ლიდერთან ჩამოარჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.


1985 წლის 27 აპრილს უილი მილერმა ბრწყინვალე თავური დარტყმით აიღო გლაზგოელთა კარი და აბერდინისა და სელტიკის დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბრა. ამ შედეგით ალექს ფერგიუსონის გუნდმა ჩემპიონობა გაინაღდა და 1980 და 1984 წლების შემდეგ მესამედ აღმართა შოტლანდიის პრემიერ დივიზიონის თასი.



მაშინ ალბათ ძალიან ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ შემდეგი 40 წლის განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონატს გლაზგოური გიგანტების გარდა ვეღარავინ მოიგებდა. ორმოცი სეზონის მანძილზე სელტიკი 18-ჯერ, ხოლო რეინჯერსი 16-ჯერ დაეპატრონა ტიტულს. 



2025/26 წლების სეზონის პრემიერშიფი წინა სეზონებისგან გამორჩეულად დაიწყო. მე-9 ტურში ჰართსმა შინ სელტიკი 3:1 დაამარცხა და გლაზგოურ კლუბთან უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. წლების შემდეგ პირველად, გულშემატკივრებში გაჩნდა რეალური იმედი, რომ დედაქალაქური კლუბი გლაზგოელთა დომინაციას დაასრულებდა. 


ედინბურგელებმა გლაზგოელები სელტიკ პარკზეც დაამარცხეს, ხოლო ტურნირის ძირითადი ეტაპის მესამე შეხვედრაში ფრეს დასჯერდნენ. 



შოტლანდიის პრემიერშიფის სეზონი ორ ნაწილად იყოფა - პირველ 33 ტურში გუნდები ერთმანეთს სამ-სამჯერ ეთამაშებიან. შემდეგ კი 12-გუნდიანი ცხრილი ორ ნაწილად იყოფა - ზედა ექვსეული საჩემპიონო რაუნდს თამაშობს, ქვედა კი დასარჩენ-გასავარდნ პლეი-ოფს. საჩემპიონო რაუნდი 5 ტურისგან შედგება და გუნდები თითოეულ მეტოქეს ერთხელ ეთამაშებიან.


ემოციების ატრაქციონი - ზუსტად ასეთი გამოვიდა ჰართსისთვის მიმდინარე სეზონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის ძირითად ნაწილში დედაქალაქელები ხუთჯერ დამარცხდნენ, ჰართსს მე-6 ტურის შემდეგ არ დაუკარგავს ცხრილის ლიდერის სტატუსი. 


9 ქულიანი უპირატესობა, წამოწეული სელტიკი და თანაბარი ქულები, რეინჯერსთან სამიდან ორი მოგებული მატჩი და ისევ 6 ქულიანი უპირატესობა. კარგი და ცუდი პერიოდების მიუხედავად, დედაქალაქელებმა ჩემპიონატის ძირითადი ნაწილი ცხრილის სათავეში დაასრულეს - ჰართსი - 70, რეინჯერსი - 69, ხოლო სელტიკი - 67.



საჩემპიონო რაუნდში ჰართსისა და რეინჯერსის მე-4 დაპირისპირება შედგა - ედინბურგელებმა გლაზგოელებს 2:1 სძლიეს. გლაზგოური დერბიში კი დაიზენ მაედას შოუ ვიხილეთ - სელტიკმა 3:1 დაამარცხა რეინჯერსი და საჩემპიონო მარათონიდან გამოთიშა. იაპონელმა ორჯერ გაიტანა - მაედას მეორე გოლს კი სამართლიანი პრეტენზია ექნება ამ წლის პუშკაშის ჯილდოსა თუ ოლდ ფირმში გატანილ საუკეთესო გოლობაზე.



ოლდ ფირმის პარალელურად ჰართსმა ქულები მაზერვილთან დაკარგა - ორი ტურით ადრე სელტიკი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება მიდლოთიანელებს. 


შოტლანდიის რიგით 129-ე ჩემპიონატი სელტიკ პარკზე, სელტიკისა და ჰართსის შესაძლო საჩემპიონო დაპირისპირებით დასრულდება - შეხვედრა 16 მაისს 15:30 გაიმართება.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

სელტიკი
სერ ალექს ფერგიუსონი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მორიგი პროვოკაცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მორიგი პროვოკაცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარტინ ონილი საავადმყოფოში გადაიყვანეს: რა ვიცით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარტინ ონილი საავადმყოფოში გადაიყვანეს: რა ვიცით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოხდებოდა მოურინიოს რომ ფერგიუსონი 2013 წელს ჩაენაცვლებინა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოხდებოდა მოურინიოს რომ ფერგიუსონი 2013 წელს ჩაენაცვლებინა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 ივლ, 2026

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მორიგი პროვოკაცია

News image

05 აგვ, 2026

მარტინ ონილი საავადმყოფოში გადაიყვანეს: რა ვიცით

News image

10 აგვ, 2026

რა მოხდებოდა მოურინიოს რომ ფერგიუსონი 2013 წელს ჩაენაცვლებინა?

News image

10 აგვ, 2026

„ტირილით დამირეკა და იმედგაცრუებული დამტოვა", - ფერგიუსონი მოურინიოზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება