სელტიკის კაპიტანმა, კალუმ მაკგრეგორმა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ლასკთან განცდილი მარცხის შემდეგ გუნდელები მკაცრად გააკრიტიკა.
შოტლანდიურმა კლუბმა ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში ოთხბურთიანი უპირატესობა გაანიავა, ავსტრიაში 1:5 (ჯამში 4:5) დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.
ისტორიული ღამე - ავსტრიული გუნდის საოცარი ქამბექი სელტიკთან
მაკგრეგორის თქმით, გუნდი მოედანზე ზედმეტად პასიური და შეშინებული იყო:
ჩვენ ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ. მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან პასიურები ვიყავით. ფაქტობრივად, შეშინებულები ვჩანდით და თამაშის მოგების გვეშინოდა. ამ ყველაფერს გამართლება არ აქვს. გულშემატკივრებს და კლუბს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რადგან ასეთი თამაში და მატჩის ასე წაგება მიუღებელია.
მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ო’ნილმაც აღნიშნა, რომ ეს მისი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი იყო და პასუხისმგებლობა სრულად საკუთარ თავზე აიღო.
სელტიკი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა, რამაც კლუბს სულ მცირე 20-მილიონიანი ფინანსური ზარალი მიაყენა.