მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ 2013 წელს ჟოზე მოურინიომ მისი შემცვლელის პოზიციაზე უარი თქვა და ჩელსიში დაბრუნდა.
„დიახ, მას სამსახური შესთავაზეს. დავსვი და სიტუაცია ავუხსენი. როგორც მაშინ გავიგე, ის დამთანხმდა. მერე კი, რამდენიმე საათში, ყველაფერი შეიცვალა.
საღამოს დამირეკა, ტიროდა და მეუბნებოდა: „ალექს, ამ შეთავაზებას ვერ მივიღებ. ჩელსის სიტყვა მივეცი და მას არ გავტეხ“.
მისი დასახელებული მიზეზი კი გავიგე, მაგრამ იმედგაცრუებული ვიყავი", - განაცხადა ფერგიუსონმა Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში.
საბოლოოდ, მანჩესტერმა ფერგის შემცვლელად ევერტონის მწვრთნელი, დევიდ მოიესი აირჩია, რომელმაც გუნდის მწვრთნელად სეზონის ბოლომდეც ვერ შეძლო დარჩენა.