ფორმულა 1-ში მონაკოს გრან პრი გაიმართა, რომელიც მაკლარენის ბრიტანელი მრბოლელის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ადგილზე ფერარის მონეგასკი პილოტი შარლ ლეკლერი გავიდა, პოდიუმზე მე-3 ადგილი კი მაკლარენის ავსტრალიელმა მრბოლელმა ოსკარ პიასტრიმ დაიკავა.
რბოლის შედეგად ათეულში ქულები ასე გადანაწილდა:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 18 ქულა
3. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 15 ქულა
4. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 12 ქულა
5. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 10 ქულა
6. ისაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი) - 8 ქულა
7. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 6 ქულა
8. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 4 ქულა
9. ალექს ალბონი (უილიამსი) - 2 ქულა
10. კარლოს საინსი (უილიამსი) - 1 ქულა
მონაკოს გრან პრის შემდეგ საჩემპიონო დავაში სიტუაცია დაიძაბა და მაკლარენის პილოტებს შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა.
1. ოსკარ პიასტრი - 161 ქულა
2. ლანდო ნორისი - 158 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 136 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი მაკლარენი უკვე ძალიან დიდ უპირატესობას ფლობს.
1. მაკლარენი - 319 ქულა
2. მერსედესი - 147 ქულა
3. რედ ბული - 143 ქულა
მომდევნო რბოლა 1 ივნისს, ესპანეთის გრან პრის ეგიდით გაიმართება.