არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სეზონის ბოლო რბოლაში ჩემპიონობისთვის 3 პილოტი იბრძოდა - ლანდო ნორისი (მაკლარენი), მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) და ოსკარ პიასტრი (მაკლარენი).
რბოლა მაქს ვერსტაპენმა მოიგო, მე-2 ადგილზე ოსკარ პიასტრი გავიდა, პოდიუმზე მე-3 პოზიცია კი ლანდო ნორისმა დაიკავა, რაც ამ უკანასკნელისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო.
წელს ფორმულა 1-ში 24 რბოლა გაიმართა, რომელიც შემდეგმა პილოტებმა მოიგეს:
ავსტრალია - ლანდო ნორისი (პოული, უსწრაფესი წრე, მოგება)
ჩინეთი - ოსკარ პიასტრი (პოული, მოგება)
იაპონია - მაქს ვერსტაპენი (პოული, მოგება)
ბაჰრეინი - ოსკარ პიასტრი (პოული, უსწრაფესი წრე, მოგება)
საუდის არაბეთი - ოსკარ პიასტრი
მაიამი - ოსკარ პიასტრი
ემილია-რომანია - მაქს ვერსტაპენი (უსწრაფესი წრე, მოგება)
მონაკო - ლანდო ნორისი (პოული, უსწრაფესი წრე, მოგება)
ესპანეთი - ოსკარ პიასტრი (პოული, უსწრაფესი წრე, მოგება)
კანადა - ჯორჯ რასელი (პოული, უსწრაფესი წრე, მოგება)
ავსტრია - ლანდო ნორისი (პოული, მოგება)
დიდი ბრიტანეთი - ლანდო ნორისი
ბელგია - ოსკარ პიასტრი
უნგრეთი - ლანდო ნორისი
ნიდერლანდები - ოსკარ პიასტრი (პოული, უსწრაფესი წრე, მოგება)
იტალია - მაქს ვერსტაპენი (პოული, მოგება)
აზერბაიჯანი - მაქს ვერსტაპენი (პოული, უსწრაფესი წრე, მოგება)
სინგაპური - ჯორჯ რასელი (პოული, მოგება)
აშშ - მაქს ვერსტაპენი (პოული, მოგება)
მექსიკა - ლანდო ნორისი (პოული, მოგება)
ბრაზილია - ლანდო ნორისი (პოული, მოგება)
ლას ვეგასი - მაქს ვერსტაპენი (უსწრაფესი წრე, მოგება)
კატარი - მაქს ვერსტაპენი
აბუ დაბი - მაქს ვერსტაპენი (პოული, მოგება)
ყველაზე მეტი რბოლა (8) წელს მაქს ვერსტაპენმა მოიგო, ლანდო ნორისმა და ოსკარ პიასტრიმ 7-7 რბოლის მოგება შეძლეს, ჯორჯ რასელმა კი პირველი ადგილის დაკავება 2-ჯერ მოახერხა.
ამ სეზონში 6 სპრინტ რბოლაც გაიმართა:
ჩინეთი - ლუის ჰამილტონი
მაიამი - ლანდო ნორისი
ბელგია - მაქს ვერსტაპენი
აშშ - მაქს ვერსაპენი
ბრაზილია - ლანდო ნორისი
კატარი - ოსკარ პიასტრი
ლანდო ნორისმა მაქს ვერსტაპენს ჩემპიონატი 2 ქულით მოუგო, საჩემპიონო დავაში კი ქულები ასე განაწილდა:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 423 ქულა
2. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 421 ქულა
3. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 410 ქულა
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 319 ქულა
5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 242 ქულა
6. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 156 ქულა
7. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 150 ქულა
8. ალექს ალბონი (უილიამსი) - 73 ქულა
9. კარლოს საინსი (უილიამსი) - 64 ქულა
10. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 56 ქულა
11. ნიკო ჰულკენბერგი (ზაუბერი) - 51 ქულა
12. ისაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი) - 51 ქულა
13. ოლივერ ბერმანი (ჰაასი) - 41 ქულა
14. ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 38 ქულა
15. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 38 ქულა
16. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 33 ქულა
17. იუკი ცუნოდა (რედ ბული) - 33 ქულა
18. პიერ გასლი (ალპინი) - 22 ქულა
19. გაბრიელ ბორტოლეტო (ზაუბერი) - 19 ქულა
20. ფრანკო კოლაპინტო (ალპინი) - 0 ქულა
21. ჯეკ დუჰანი (ალპინი) - 0 ქულა
კონსტრუქტორთა თასი მაკლარენმა ზედიზედ მეორედ, დომინანტურად დაისაკუთრა.
1. მაკლარენი - 833 ქულა
2. მერსედესი - 469 ქულა
3. რედ ბული - 451 ქულა
4. ფერარი - 398 ქულა
5. უილიამსი - 137 ქულა
6. რეისინგ ბულსი - 92 ქულა
7. ასტონ მარტინი - 89 ქულა
8. ჰაასი - 79 ქულა
9. ზაუბერი - 70 ქულა
10. ალპინი - 22 ქულა
მაკლარენმა ისტორიაში მე-10 კონსტრუქტორთა თასი მოიგო და უილიამსს გადაასწრო (9). წინ მხოლოდ ფერარია 16 ტიტულით.
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის ისტორიაში 35-ე ჩემპიონი გახდა.
7 - მიხაელ შუმახერი, ლუის ჰამილტონი
5 - ხუან მანუელ ფანხიო
4 - ალენ პროსტი, სებასტიან ფეტელი, მაქს ვერსტაპენი
3 - ჯეკ ბრებჰემი, ჯეკი სტიუარტი, ნიკი ლაუდა, ნელსონ პიკე, აირტონ სენა
2 - ალბერტო ასკარი, გრემ ჰილი, ჯიმ კლარკი, ემერსონ ფიტიპალდი, მიკა ჰაკინენი, ფერნანდო ალონსო
1 - ჯუზეპე ფარინა, მაიკ ჰოტორნი, ფილ ჰილი, ჯონ სარტისი, დენი ჰულმი, იოხენ რინდტი, ჯეიმს ჰანტი, მარიო ანდრეტი, ჯოდი შეკტერი, ალან ჯონსი, კეკე როსბერგი, ნაიჯელ მენსელი, დეიმონ ჰილი, ჟაკ ვილნევი, კიმი რაიკონენი, ჯენსონ ბატონი, ნიკო როსბერგი, ლანდო ნორისი
ნორისი ფორმულა 1-ის ისტორიაში მე-11 ბრიტანელი ჩემპიონია - ლუის ჰამილტონი, ჯეკი სტიუარტი, ჯიმ კლარკი, გრემ ჰილი, ჯენსონ ბატონი, მიაკ ჰოტორნი, დეიმონ ჰილი, ჯეიმს ჰანტი, ნაიჯელ მენსელი, ჯონ სარტისი, ლანდო ნორისი
გაერთიანებულ სამეფოს ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ჩემპიონი (11) და ტიტული (21) აქვს. მეორე ადგილზე გერმანიაა 3 ჩემპიონითა და 12 ტიტულით.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
