• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ძრავის ხრიკმა ფორმულა 1-ში დავა გამოიწვია: პროტესტი პირველ რბოლაზე?
სხვა სპორტისხვა სპორტი

ძრავის ხრიკმა ფორმულა 1-ში დავა გამოიწვია: პროტესტი პირველ რბოლაზე?

19 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფორმულა 1-ის ახალი ეპოქა დაწყებას უახლოვდება, ძრავების მომწოდებლებს შორის კონფლიქტი კი უკვე კულისებში მძვინვარებს.


იანვრის ბოლოს ფორმულა 1-ის ახალი ბოლიდები ზამთრის ტესტების ფარგლებში ბარსელონას ტრასაზე პირველად გამოვლენ. ყველა გუნდისა და ძრავის მწარმოებლისთვის ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა შესასრულებელი, რათა წარმოება დროულად დასრულდეს, რადგან ზამთრის პაუზა უფრო მოკლეა, ვიდრე ოდესმე. პრესეზონი აბუ-დაბის გრან-პრის დასრულებიდან დაახლოებით ექვს კვირაში იწყება.


განსაკუთრებით დიდ გამოწვევას წარმოადგენს ახალი ძრავები, რადგან შიდა წვის ძრავსა და ბატარეას შორის თანაფარდობა მთლიანად იცვლება. თუ 2025 წელს ეს მაჩვენებელი 80/20 იყო, მომავალი სეზონიდან ის 50/50 გახდება.


თუმცა, Motorsport Magazin-ის ცნობით, ძრავების რეგლამენტთან დაკავშირებით კონფლიქტი უკვე დაწყებულია. გამოცემა წერს, რომ ფერარი, ჰონდა და აუდი უკიდურესად უკმაყოფილოები არიან მერსედესისა და, სავარაუდოდ, Red Bull Powertrains-ის შესაძლო მანევრით.


საქმე ეხება ძრავის შეკუმშვის კოეფიციენტს (compression ratio), რომელიც 2026 წელს 16:1 იქნება დაშვებული, მაშინ როცა 2025 წელს ის 18:1 იყო. შეკუმშვის კოეფიციენტი ნიშნავს ცილინდრის მთლიანი მოცულობის შეფარდებას შეკუმშვამდე და დარჩენილ მოცულობას შეკუმშვის შემდეგ.


გავრცელებული ინფორმაციით, მერსედესმა იპოვა გზა, პრაქტიკაში მიაღწიოს 18:1 შეკუმშვის კოეფიციენტს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გარეშე. ამას შესაძლოა დამატებით დაახლოებით 15 ცხენის ძალა და წრეზე სამი მეათედი წამი მოჰყვეს.


ფერარიმ, აუდიმ და ჰონდამ FIA-ს ავსტრალიის გრან-პრისთვის წესების შეცვლა სთხოვეს. ისინი ეყრდნობიან ტექნიკური რეგლამენტის მუხლ C1.5-ს, რომლის მიხედვითაც ფორმულა 1-ის ბოლიდი წესებს ნებისმიერ დროს უნდა აკმაყოფილებდეს. მათი მტკიცებით, მერსედესმა ამ მოთხოვნას სავარაუდო ხვრელის (loophole) გამოყენებით გვერდი აუარა.


თუმცა, FIA-სთვის წესების მყისიერად შეცვლა მარტივი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსპორტის მმართველი ორგანო განიხილავს გაზომვის პროცედურის შეცვლას, მაგრამ ამის განსახორციელებლად დრო უბრალოდ არ არის. ავსტრალიის გრან-პრი 8 მარტს გაიმართება და ახალი წესის შემოღება მწარმოებლებს პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანას დაუყენებდა.


თუნდაც ეს ხრიკი დაშვებული იყოს, მერსედესის კონკურენტები მას ვერ დაეწევიან. უფრო მაღალი შეკუმშვის კოეფიციენტი ასევე მოითხოვს უფრო მტკიცე დგუშებს, შემაერთებელ ღერძებსა და სხვა კომპონენტებს, რომლებიც სხვა მწარმოებლებს ამჟამად უბრალოდ არ აქვთ. ამიტომაც შესაძლებელია, მელბურნში პროტესტების ტალღა დაიწყოს.


FIA-მ Motorsport Magazin-თან შემდეგი განცხადება გააკეთა:


„ეს საკითხი კვლავ განიხილება ტექნიკურ ფორუმებში ძრავის მომწოდებლებთან ერთად. FIA მუდმივად აკვირდება მსგავს საკითხებს სამართლიანობისა და სიცხადის უზრუნველსაყოფად. წესებში ან გაზომვის მეთოდებში ცვლილებები შესაძლოა მომავალში იქნას განხილული.“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

რედ ბული
მერსედესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჰელმუტ მარკო რედ ბულს ტოვებს - იმოქმედებს ეს მაქსზე?

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰელმუტ მარკო რედ ბულს ტოვებს - იმოქმედებს ეს მაქსზე?
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ლამბიასე მიდის? ვერსტაპენის სარბოლო ინჟინერს ორ გუნდს უკავშირებენ

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ლამბიასე მიდის? ვერსტაპენის სარბოლო ინჟინერს ორ გუნდს უკავშირებენ
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქს ვერსტაპენი 2026 წელს ახალი ნომრით იასპარეზებს

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქს ვერსტაპენი 2026 წელს ახალი ნომრით იასპარეზებს
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

რასელი: "ვგრძნობ, რომ მზად ვარ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო"

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

რასელი: "ვგრძნობ, რომ მზად ვარ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო"
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

09 დეკ, 2025

ჰელმუტ მარკო რედ ბულს ტოვებს - იმოქმედებს ეს მაქსზე?

News image

29 დეკ, 2025

ლამბიასე მიდის? ვერსტაპენის სარბოლო ინჟინერს ორ გუნდს უკავშირებენ

News image

18 დეკ, 2025

მაქს ვერსტაპენი 2026 წელს ახალი ნომრით იასპარეზებს

News image

02 თებ, 2026

რასელი: "ვგრძნობ, რომ მზად ვარ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება