სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
36 წლის მარუან ფელაინიმ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
"ამ პოსტს ვწერ, რათა განვაცხადო, რომ 18-წლიანი კარიერის შემდეგ პროფესიონალურ ფეხბურთს თავს ვანებებ.
ეს იყო საოცარი თავგადასავალი. მადლიერი ვარ, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშე სპორტი, რომელიც მიყვარდა.
მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრების წინაშე მითამაშია და მინდა მადლობა გადავუხადო მათ კარიერის განმავლობაში მტკიცე მხარდაჭერისთვის" - დაწერა ბელგიელმა სოციალურ ქსელში.
ფელაინიმ კარიერა ბელგიურ სტანდარდში 2006 წელს დაიწყო, საიადანაც 2 წელიწადში ევერტონში გადავიდა. მერსისაიდში გატარებული 5 სეზონის შემდეგ ნახევარმცველმა მანჩესტერ იუნაიტედს მიაშურა, სადაც 2019 წლამდე ასპარეზობდა, კარიერის ბოლო წლები კი ბელგიელმა ჩინურ შანდონგ ტაიშანში გაატარა.
ფელაინის ბელგიის ნაკრებში 87 მატჩი აქვს ჩატარებული და 18 გოლი გატანილი.
კომენტარები