პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ბრაიტონი შეფილდს ესტუმრა.
მატჩის მე-13 წუთზე მასპინძელთა მცველმა მეისონ ჰოლგეიტმა საკმაოდ უხეშად ითამაშა კაორუ მიტომას წინააღმდეგ და წითელი ბარათიც დაიმსახურა, იაპონელი კი მძიმე ტრავმას გადაურჩა.

ამის შემდეგ შეხვედრა ბრაიტონელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. დე ძერბის გუნდმა მეტოქე 0-5 გაანადგურა. გოლები ფაკუნდო ბუონანოტემ, დენი უელბეკმა, ჯეკ რობინსონმა (ავტო-გოლი) და სიმონ ადინგრამ (2) გაიტანეს.
ბრაიტონი ამ გამარჯვების შემდეგ 38 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, შეფილდი კი 13 ქულთ ბოლო ადგილზეა.