ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა (France Football) ოქროს ბურთის ოფიციალურ საიტზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც პირდაპირ პასუხობს კითხვას: შესაძლებელია თუ არა ჯილდოს მოგება ევროპული კლუბის გარეთ თამაშისას?
ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ 2007 წლიდან მოყოლებული საზღვრები სრულად წაშლილია და ჯილდო გადაეცემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კონტინენტზე თამაშობს ის. მართალია, მესიმ 2023 წელს მერვე ოქროს ბურთი უკვე ინტერ მაიამის ფეხბურთელის სტატუსით მიიღო, თუმცა მაშინ ხმები მის პსჟ-სა და მუნდიალის გამოსვლებს ეყრდნობოდა.
2011 წლის შემდეგ (როდესაც ნეიმარი სანტოსიდან იყო ნომინირებული), არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროპის მიღმა მოთამაშე ფეხბურთელს სრული სეზონის შეფასებით რეალური შანსი ჰქონოდა. ახლა კი, 39 წლის მესის ფენომენალურმა მუნდიალმა ყველაფერი შეცვალა. ფრანს ფუტბოლის ეს განცხადება ადასტურებს, რომ თუ არგენტინა ფინალში ესპანეთს დაამარცხებს, მესის მეცხრე ოქროს ბურთის მოგებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.