ისრაელს საერთაშორისო ტურნირებიდან ჩახსნა არ ემუქრება.
ადრე ითქვა, რომ უეფას ისრაელის დისკვალიფიკაციის საკითხი აღმასკომზე 23 სექტემბერს უნდა გაეტანა.
როგორც Israel Hayom წერს, ეს თემა უეფას დღის წესრიგში აღარ დგას და ქვეყანა არ დაისჯება. ისრაელს დახმარება ფეხბურთის ასოციაციის დიპლომატებმა, ასოციაციების ხელმძღვანელებმა და საფეხბურთო ჩინოვნიკებმა გაუწიეს, რომელთა სახელებიც არ სახელდება.
ასევე გამოცემა იუწყება, რომ პროცესში მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმაც, რომლებმაც უეფას მოუწოდეს, რომ სტატუს-კვო შეინარჩუნოს და კონფლიქტის რომელიმე მხარისკენ არ გადაიხაროს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობის თქმით, თუ ისრაელი 2026 წლის მუნდიალზე იქნება დაშვებული, ისინი ტურნირზე თავიანთ ნაკრებს არ გაუშვებენ, რადგან მათი აზრით, ისრაელიც იგივე სასჯელს იმსახურებს, როგორც სხვა აგრესორი - რუსეთი, რომელიც 2022 წლიდან უეფას და ფიფას ყველანაირი ტურნირიდან მოკვეთილია.