ფრანჩესკო ტოტის თქმით, ზედიზედ მე-3 მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლა იტალიისთვის აუტანელი იქნება.
უკანასკნელად იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წელს ითამაშა და მას შემდეგ, 2018 და 2022 წლების ტურნირზე ვერ მოხვდა.
„ნაკრების სკამზე ჯენარო გატუზოს ნახვა ცოტა უცნაურია, რადგან მასთან ერთად ვთამაშობდი. თუმცა, მის გამო ბედნიერი ვარ და იმედია, ის მაინც გაგვიყვანს მსოფლიო ჩემპიონატზე და მორიგ საშინელებას აგვარიდებს.
ზედიზედ მე-3 მუნდიალზე ვერ მოხვედრა აუტანელი იქნებოდა. ეს ისედაც ზედმეტად ბევრჯერ მოხდა უკვე." - აღნიშნა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.
ამ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში იტალია მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ ნორვეგიას 6 ქულით ჩამორჩება. მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში, იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა პლეი-ოფიდან მოუწევს.