ბარსელონა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, ჟოან ლაპორტას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ვიქტორ ფონტმა საკუთარი მარცხი აღიარა, მეტოქეს მიულოცა და მას გადაეხვია კიდეც. იმ მომენტისთვის ბიულეტენების ნაწილი ჯერ კიდევ დასათვლელი იყო, თუმცა მათემატიკურად ფონტს ლაპორტას დაწევის შანსი აღარ ჰქონდა.
ოფიციალურად: ჟოან ლაპორტა ბარსელონა პრეზიდენტად 2031 წლამდე აირჩიეს
„შედეგი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ველოდით. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ჩვენი მოლოდინები და იმედები ძალიან მაღალი იყო — დასანანია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თუმცა ჩვენ ვიღებთ კენჭისყრის შედეგებს და ვულოცავთ არჩეულ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას და მის დირექტორთა საბჭოს.
ვნახოთ, რა იქნება მომავალში, თუმცა, რა როლიც არ უნდა მარგუნოს ბედმა, მე ჩემი პოზიციების დაცვას კვლავ გავაგრძელებ“, – განაცხადა ფონტმა.
„ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს!“ — ჟოან ლაპორტას პირველი კომენტარი არჩევნებში ტრიუმფის შემდეგ