მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
23 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ილქაი გიუნდოგანმა ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.
ევრო 2024 იწყება - მასპინძლები ტურნირის ღირსეულად გასახსნელად ემზადებიან
"ძალიან არაკომფორტულ თამაშს ველოდები. მათი ბევრი მოთამაშე ვიცი პრემიერ ლიგიდან. შოტლანდია გამოცდილი გუნდია. მათ წინააღმდეგ თამაში არასასიამოვნო იქნება. მათი დაუფასებლობა არ შეიძლება. შოტლანდიელებს პატივს ვცემ, მაგრამ თუ ჩვენს ლიმიტს მივაღწევთ, ვფიქრობ, მატჩის მოგების კარგი შანსი გვაქვს."
"დიდი პრივილეგიაა როგორც გუნდის კაპიტნობა, ისე ჩემს გუნდელებთან ერთად ჩემი ქვეყნისთვის თამაშია. ასეთ შანსს ხშირად ვერ იღებ. 2006 წელს ფან ფესტივალებზე დავდიოდი, ახლა კი გერმანელი ხალხისთვის თამაში დიდი პატივია. გვინდა, მათ ჩვენით იამაყონ."
"გახსნით მატჩში პირველი გოლის გატანა? რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყოდი, მაგრამ უფრო ბედნიერიც ვიქნები, თუ ჩემი რომელიმე გუნდელი გააკეთებს ამას, მთავარია თამაში მოვიგოთ."
"მხოლოდ კაპიტანს შეუძლია მსაჯთან საუბარი? იმედია, მსაჯები მიხვდებიან, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ხანდახან რეაქცია გვექნება. ხანდახან საუკეთესო მანერები არ გვაქვს. ეს წესი მესმის. მსოფლიო დონის მსაჯს აქვს უნარი, რომ რთულ სიტუაციებს გაუმკლავდეს. იმედია, მსაჯები მოთამაშეებს გაუგებენ. მოთამაშეების მხრიდან გასაჩივრება თამაშის ნაწილია. ეს თამაში იმიტომ გვიყვარს, რომ ემოციები მოაქვს. იმედია, ბევრი ყვითელი ბარათი არ იქნება."
"მწვრთნელმა ყველას თავისი როლი მიანიჭა. წინა ტურნირებზე მიღებული უარყოფითი გამოცდილების შემდეგ ყველამ იცის რა დევს სასწორზე და რა უნდა გააკეთოს. ამხანაგური მატჩების შედეგები გუნდში კარგ ატმოსფეროსა და განწყობაზე მოქმედებს."
"საბერძნეთთან მატჩის პირველ ტაიმში გუნდისთვის გამაფრთხილებელი იყო. თამაშმა გვაჩვენა, რა შეცდომები არ უნდა დაგვეშვა. ჯობია, ეს ამხანაგურ მატჩში მოხდეს, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით. ფაქტი, რომ თამაშის მოტრიალება შევძელით, მნიშვნელოვანია."
ნაგელსმანი: "მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ კარგი ტურნირის ჩასატარებლად"
დღეს ევრო 2024-ის გახსნით მატჩში მასპინძელი გერმანიის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 23:00-ზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
7 საათის წინ
5 საათის წინ
6 საათის წინ