-
Aa
+
ფონტის ზომა
ESPN-ის ცნობილი საკალათბურთო ინსაიდერი ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ქართველმა კალათბურთელმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, 1-წლიანი კონტრაქტი სან ანტონიო სპურსთან გააფორმა და გუნდს დაუბრუნდა. მამუკელაშვილი წლის განმავლობაში 2.2 მილიონ დოლარს მიიღებს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სანდროც ავრცელებს: "სახლში დავბრუნდი" - წერს მამუ X-ზე.
საქართველოს ნაკრების მოთამაშე სან ანტონიოში 2023 წელს მილუოკი ბაქსიდან გადავიდა. ამ ზაფხულს კი სანდრო თავისუფალი აგენტი იყო, მის მომავალს ევროპულ კლუბებსაც უკავშირებდნენ, თუმცა მისი კარიერა NBA-ში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საუკეთესო ლიგაში კარიერას გოგა ბითაძეც გააგრძელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები