-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-10 ტურში ემპოლიმ სტადიო კარლო კასტელანიზე ინტერი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო გოგლიჩიძე, რომლისთვისაც ცუდი მატჩი გამოდგა.
31-ე წუთზე ქართველმა მცველმა მარკუს ტურამთან უხეშობის შემდეგ მსაჯისგან პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა და ემპოლი კაცნაკლული დარჩა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში ინტერმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. 50-ე და 67-ე წუთებზე გატანილი გოლებით დავიდე ფრატეზიმ დუბლი შეასრულა, 79-ე წუთზე კი მატჩს წერტილი ლაუტარო მარტინესმა დაუსვა და ანგარიში 0-3 გახადა.
ინტერმა ამ გამარჯვების შემდეგ 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. მილანელები ლიდერ ნაპოლის 4 ქულით ჩამორჩებიან.
ემპოლი კი 11 ქულით მე-12 ადგილზეა, გუნდს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. მომდევნო თამაში ემპოლის კომოსთან ელის, რომელსაც საბა გოგლიჩიძე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები