სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებში წამოსვლის წინ, გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ში მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.
ქართველი შემტევის გრანადამ საკუთარ მოედანზე ელდენსეს უმასპინძლა და 3:2 იმარჯვა.
წიტაიშვილმა მოედანზე 76 წუთი ჩაატარა და გამოცემა SofaScore-სგან 6.6 შეფასება მიიღო.
76 წუთში წიტაიშვილი ბურთს 36-ჯერ შეხო, 16-დან 12 ზუსტი პასი შეასრულა, 4-ჯერ საჯარიმოში ჩააწოდა და 1 პასით თამაშის გამწვავება მოახერხა.
გრანადამ ზედიზედ ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, 22 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ელდენსე კი 12 ქულით გასავარდნ ზონაშია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები