სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 24-ე ტურში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ევერტონი მიიღო და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
ქალაქელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ერლინგ ჰალანდმა, რომელმაც ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ პირველი გოლები გაიტანა.
ნორვეგიელმა ანგარიში 71-ე წუთზე ძლიერი დარტყმით გახსნა, 85-ე წუთზე კი კევინ დე ბრუინის პასის შემდეგ სტუმართა მცველი ბრენსვეითი დაჯაბნა და ჯორდან პიკფორდის კარი მეორედ აიღო.
ჰალანდის ანგარიშზე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 16 გოლია და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.
ამასთან ნორვეგიელს პრემიერ ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან დაწყებულ 50 შეხვედრაში 51 გოლი დაუგროვდა, რაც ნებისმიერ სხვა მოთამაშეზე უკეთესი შედეგია.
მანჩესტერ სიტიმ კი ამ გამარჯვებით 52 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე იმყოფება.
კომენტარები