ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში მონაკომ და მან სიტიმ ქულები გაიყვანეს, არსენალმა კი შინ ოლიმპიაკოსს მოუგო.
სტადიონ სტედ ლუის 2-ზე გამართული შეხვდერა ფრედ 2:2 დასრულდა. ჰალანდმა ორჯერ გაიყვანა სიტი წინ, თუმცა ორივეჯერ მონეგასკები ანგარიშის გათანაბრებას ახერხებდნენ.
როცა ყველაფერი სიტის მინიმალური გამარჯვებისკენ მიდიოდა, 90-ე წუთზე დანიშნული პენალტი ერიკ დაიერმა ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 3 ქულა მოუტანა, სიტიმ კი 4 დააგროვა.
პარალელურად მიმდინარე მატჩში არსენალმა ოლიმპიაკოსი 2:0 დაამარცხა.
მე-12 წუთზე მარტინელიმ შეძლო ლონდონელთა დაწინაურება და ეს ანგარიში ტაბლოზე დიდხანს შენარჩუნდა. იმდენად, რომ დავიდ რაიას არტეტას გუნდის გადარჩენა რამდენჯერმე მოუწია.
თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც არსენალმა თქვა - მსაჯის მიერ მე-2 კომპენსირებულ წუთზე ბუკაიო საკამ შეძლო ოდეგორის პასით სარგებლობა და ლონდონელთათვის კომფორტული ანგარიშის დაფიქსირება.
არსენალმა 6 ქულა დააგროვა და ცხრილის თანალიდერია სხვა 5 გუნდთან ერთად, ოლიმპიაკოსის განკარგულებაში კი 1 ქულა დარჩა.