3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ ბოლო დღეებში შეთანხმებულ ტრანსფერებს (ფაბრიციო რომანოს ე.წ. Here We Go), რომლებიც შეიძლება გამოგრჩათ:
ბორნმუთი იუვენტუსიდან მიკელე დი გრეგორიოს იჯარით დამატებაზე შეთანხმდა. გარიგება ფასიან იჯარას ითვალისწინებს, ხოლო ხელშეკრულებაში 14 მილიონი ევროს ღირებულების გამოსყიდვის არასავალდებულო პუნქტი იქნება.
ტრაბზონსპორმა ფაბინიოს ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ბრაზილიელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსითაა ხელმისაწვდომი, რადგან მან ამ ზაფხულს საუდის არაბეთი დატოვა.
კომომ ვილიარეალიდან ვილი კამბვალას დამატებაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. თავდაპირველად ფეხბურთელი იჯარით გადავა, ხელშეკრულებაში კი 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის არასავალდებულო პუნქტი ჩაიდება. მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა ტრანსფერს თანხმობა უკვე განუცხადა. თუ გარიგება საბოლოოდ სრულფასოვანი ტრანსფერით დასრულდება, მანჩესტერ იუნაიტედი ვილიარეალისგან თანხას მიიღებს, რადგან კლუბს შემდგომი გაყიდვიდან პროცენტი ეკუთვნის.
რომამ ფენერბაჰჩედან ჯეიდენ ოოსტერვოლდეს დამატებაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ფეხბურთელი იჯარით გადავა, დაახლოებით 18 მილიონი ევროს ღირებულების გამოსყიდვის პუნქტით, რომელიც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
ლილმა სან ლორენსოდან ორლანდო ხილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. მსოფლიო ჩემპიონატზე პარაგვაის ერთ-ერთი გმირი ლილს 3.6 მილიონ ევროდ შეუერთდება, ხოლო სან ლორენსო მისი მომავალი ტრანსფერიდან თანხის 50%-ს მიიღებს. ხილი პირად პირობებზე უკვე შეთანხმდა და დავიდე ანჩელოტის ხელმძღვანელობით ითამაშებს.
აიუბ ბუადი მანჩესტერ სიტიში - კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. ბონუსების ჩათვლით, სატრანსფერო პაკეტის ღირებულება 100 მილიონ ევროს მიაღწევს. ლილმა ფეხბურთელის გაყიდვას მწვანე შუქი აუნთო. ბუადი სიტის პირად პირობებზე ჯერ კიდევ ივლისში შეუთანხმდა და ახლა მანჩესტერულ პროექტს შეუერთდება.
ტოტენჰემმა მანჩესტერ სიტისთან ომარ მარმუშის ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. თავდაპირველად ფეხბურთელი იჯარით გადავა, ხოლო ხელშეკრულებაში 50 მილიონი ფუნტის გამოსყიდვის პუნქტი იქნება, რომელიც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
ლაიფციგმა მილანიდან კრისტოფერ ნკუნკუს დამატებაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმება 3.5 მილიონი ევროს ღირებულების იჯარასა და 30 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლებ გამოსყიდვის პუნქტს ითვალისწინებს. ნკუნკუს ლაიფციგში დაბრუნება სურდა და მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.
პალერმო იუვენტუსიდან მეკარე მატია პერინის ტრანსფერზე შეთანხმდა.
ბრაიან სარაგოსა ესპანიოლში - ბაიერნთან შეთანხმება მიღწეულია. ფეხბურთელი თავდაპირველად იჯარით გადავა, თუმცა ხელშეკრულებაში 8 მილიონ ევროდ სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტი ჩაიდება. ესპანიოლი სარაგოსას გამოისყიდის და ის ბაიერნს 2027 წლის ივნისში საბოლოოდ დატოვებს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები