-
Aa
+
ფონტის ზომა
ენცო მარესკა მანჩესტერ სიტის დერბიში კარიერაში პირველად გაუძღვება, მაიკლ კარიკისთვის კი ეს იუნაიტედის მწვრთნელის რანგში მეორე დერბია (შარშან მან სიტი დაამარცხა). მთავარი ყურადღება ერლინგ ჰოლანდისკენ იქნება მიმართული, რომელსაც კარგი თამაშის შემთხვევაში ისტორიის დაწერა შეუძლია.
გთავაზობთ მანჩესტერული დერბის ყველა დროის ტოპ 10 ბომბარდირს:
10. ჯო სპენსი (8 გოლი / 14 მატჩი)
იუნაიტედში 14 წელი ითამაშა. სიტის 14 მატჩში 8 გოლი გაუტანა, სანამ 1933 წელს კლუბს დატოვებდა.
9. ბრაიან კიდი (8 გოლი / 13 მატჩი)
ის ათეულში ერთადერთია, ვინც ორივე გუნდის მაისურით იტანდა (5 იუნაიტედში, 3 სიტიში).
8. ერლინგ ჰოლანდი (8 გოლი / 10 მატჩი)
ნორვეგიელი სიას სწრაფად მიუყვება. კვირას ჰეთ-თრიკის შემთხვევაში, ის პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ოლდ ტრაფორდზე მას 2023 წლის შემდეგ არ გაუტანია.
7. ერიკ კანტონა (8 გოლი / 6 მატჩი)
ფრანგს სიტის წინააღმდეგ თამაში უყვარდა. მას მხოლოდ სადებიუტო დერბიში არ გაუტანია. კანტონამ სიტის უფრო მეტი გოლი გაუტანა, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს.
6. კოლინ ბელი (8 გოლი / 21 მატჩი)
სიტის ლეგენდამ 21 თამაშში 8 გოლი მოაგროვა, საუკეთესო შედეგი კი დუბლი იყო.
5. ბობი ჩარლტონი (9 გოლი / 27 მატჩი)
იუნაიტედის ლეგენდამ სიტის წინააღმდეგ პირველ 17 თამაშში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, თუმცა ბოლო 10 შეხვედრაში 6 გოლი დაამატა.
4. სერხიო აგუერო (9 გოლი / 16 მატჩი)
სიტის ყველა დროის ბომბარდირმა პირველივე დერბიში, 2011 წელს ოლდ ტრაფორდზე 6-1 განადგურებისას გაიტანა და იუნაიტედის ფანებისთვის ნამდვილ საფრთხედ იქცა.
3. ფრენსის ლი (10 გოლი / 19 მატჩი)
სიტის ლეგენდამ პირველ 5 მატჩში ვერ გაიტანა, თუმცა შემდგომ მიჯრით 5 დერბიში გამოიჩინა თავი. საუკეთესო თამაში 1970 წელს ოლდ ტრაფორდზე შესრულებული ჰეთ-თრიკი იყო (4-1).
2. ჯო ჰეისი (10 გოლი / 17 მატჩი)
ჰეისს არცერთი სხვა გუნდისთვის არ გაუტანია იმდენი, რამდენიც იუნაიტედისთვის. 10 გოლიდან მისი საუკეთესო პერფორმანსი 1955 წელს ოლდ ტრაფორდზე შესრულებული დუბლი იყო.
1. უეინ რუნი (11 გოლი / 31 მატჩი)
სიის სათავეში რუნია. სიტი არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც მას კარიერაში ყველაზე მეტჯერ უთამაშია (არსენალისა და ჩელსის შემდეგ). რა თქმა უნდა, რუნის ეკუთვნის დერბის ისტორიაში ყველაზე ცნობილი გოლი 2011 წელს - მაკრატელა დარტყმით.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები