ლამინ იამალმა უსმან დემბელესთან ურთიერთობასა და მის მიერ ოქროს ბურთის მოგებაზე ისაუბრა.
როგორ იგრძენი თავი, როცა დემბელემ ოქროს ბურთი მოიგო?
„გულწრფელად რომ ვთქვა, იმ დღეს ვფიქრობდი, რომ მე მოვიგებდი, იმ მრავალი ფაქტორის გამო, რაც მოხდა. ახლა რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო ჩემთვის, რომ დემბელემ მოიგო.
გარდა იმისა, რომ ეს პიროვნულად ზრდაში დამეხმარა, არ მგონია, რომ მაშინ სწორი დრო ყოფილიყო ჩემთვის ოქროს ბურთის მოსაგებად, რადგან ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ალბათ სათანადოდ ვერ დავაფასებდი, რას ნიშნავს სინამდვილეში ამ ჯილდოს მოგება. ვნახოთ, იქნებ ეს წელი ჩემი იყოს.
უსმანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან დრო არაერთხელ გამიტარებია, ბევრიც მისაუბრია და სულ ახლახანაც მომწერა, მკითხა როგორ ვიყავი და როგორ მიდიოდა ყველაფერი.
ოქროს ბურთის ცერემონიალის შემდეგ უფრო დავმწიფდი და ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შევცვალე. ძალიან მიხარია, რომ მან მოიგო. დუბაის დაჯილდოებაზეც ერთად ვიყავით და აშკარად ჩანდა, რომ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. დღემდე დროდადრო ვეკონტაქტებით ერთმანეთს...“ - განაცხადა ახალგაზრდა ესპანელმა.