ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაამხილა, თუ რატომ თამაშობს ყოველთვის ხელზე სახვევით.
აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა არანაირი სერიოზული ტრავმა არ დგას და ყველაფერი უცნაური ინციდენტით დაიწყო.
ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, ერთხელ, ფლეისთეიშენის თამაშის დროს, მან ემოციები ვერ შეაკავა, ტელევიზორს ხელი გაჰკრა და ხელი დაიზიანა. სწორედ ამის გამო დასჭირდა სახვევის გაკეთება. მოგვიანებით იამალმა ჩათვალა, რომ ეს ვიზუალი ძალიან უხდებოდა და კარიმ ბენზემას სტილს აგონებდა, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი სახვევით თამაშობდა.
იამალმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ ეს ხუმრობა მეგობრებში პოპულარული გახდა და მას KB9-ს ეძახდნენ. ფეხბურთელს ეს სტილი იმდენად მოეწონა, რომ თითების მორჩენის შემდეგაც კი სახვევის ტარება ტრადიციად აქცია და მოედანზე მის გარეშე აღარ გადის.