დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე თბილისური დერბი გაიმართება - იბერია 1999 მიხეილ მესხზე დინამო თბილისს უმასპინძლებს.
გადავხედოთ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას.
დიდი მატჩის დღე - თბილისური დერბი თბილისობას
პირველი დაპირისპირება 2015/16 სეზონით თარიღდება, როცა დინამო თბილისმა საკუტარ მოედანზე 4:0 იმარჯვა.
იბერიამ პირველი გამარჯვება 2017-ში მოიპოვა, როცა სტუმრად 4:1 იმარჯვა. პირველი საშინაო გამარჯვება კი 2018-ში მოვიდა (1:0).
მთლიანობაში გუნდებს შორის 45 მატჩი ჩატარდა, საიდანაც 23 დინამო თბილისმა მოიგო, 16 იბერია 1999-მა, კიდევ 6 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ამ 45 შეხვედრაში დინამომ 65 გოლი გაიტანა, იბერიამ კი - 42.
აღნიშნული თბილისური დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი ზორან მარუშიჩია 6 გოლით, შემდეგ მოდიან შეიკნე სილა (5 გოლი), იური ტაბატაძე (5 გოლი) და გიორგი კოხრეიძე (5 გოლი).
დღეს გუნდებს შორის 46-ე ოფიციალურ შეხვედრა გაიმართება და გამარჯვებული, 3 ქულასთან ერთად, ცხრილში ერთპიროვნულადაც გალიდერდება.
შეიძინე ბილეთები, მიდი სტადიონზე, უყურე თამაშს და შესაძლოა, სახლში შესანიშნავი პრიზითაც დაბრუნდე.