სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში იბერია 1999 ალბანეთს ეწვია და ადგილობრივ პარტიზანს დაუპირისპირდა.
ქართულმა გუნდმა პირველი შეხვედრა თბილისში 2-0 მოიგო ნონიკაშვილისა და სილას გოლებით და გასვლაზე სათამაშოდ კომფორტული უპირატესობით წავიდა.
ტირანელებმა საკუთარ მოედანზე ორმატჩიან დაპირისპირებაში გარდატეხა ვერ მოახერხეს და თამაში უგოლო ფრედ (0-0) დასრულდა.
ამ შედეგით კი იბერია მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე უკვე ცნობილია.
ქართული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ ბაშაქშეჰირს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ სან მარინოს ლა ფიორიტა გაანადგურა ორი მატჩის ჯამში.
ქართულ და თურქულ გუნდებს შორის მატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება. 8 აგვისტოს პირველი მატჩი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, 15-ში კი იბერიელები სტამბოლს ეწვევიან და ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები