სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ქუთაისის ტორპედომ კვიპროსულ ომონიას უმასპინძლა.
ქართულმა გუნდმა პირველი მატჩი 3-1 წააგო და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 2-ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა სჭირდებოდა, თუმცა სასწაული არ შედგა.
ტორპედომ შეხვედრა 1-2 დათმო. 25-ე წუთზე მარიუშ სტეპინსკიმ ანგარიში გახსნა და ქუთაისელთა ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს, მომო იანსანემ ანგარიში გაათანაბრა და მცირე იმედი გააჩინა, თუმცა ეს იმედი 81-ე წუთზე დასამარდა, როცა ვილი სემედომ პენალტი ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ორი მატჩის ჯამში ომონიამ 2-5 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, ტორპედოსთვის კი წლევანდელი ევროტურნირები დასრულდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები