MMA-ის ესპანელი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, ილია თოფურია უახლოეს დღეებში კვლავ გამოჩნდება საზოგადოების წინაშე.
„ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, როგორც ვიცი, ილია კვლავ გამოჩნდება საჯაროდ.
ჯერ ზუსტად არ ვიცი, როგორ მოხდება ეს და რა ფორმით, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ ილია სექტემბერში დაუბრუნდება საჯარო სივრცეს.
ივლისი აშკარად ტრავმების მოშუშებასა და სხვადასხვა მკურნალობის ჩატარებას დაეთმო, აგვისტო - დასვენებას, სექტემბერში კი ის კვლავ გამოჩნდება საზოგადოების წინაშე.“ - აცხადებს კოლმენერო.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ივნისში, თეთრი სახლის ღონისძიებაზე, კარიერაში პირველი მარცხი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ განიცადა.