არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში რუნდებს მთლიანად გააუქმებდა და ორთაბრძოლას რეალურ ქუჩურ ჩხუბს დაამსგავსებდა.
მებრძოლმა განაცხადა:
არანაირი რაუნდები. უბრალოდ გადიხარ 25 წუთით. არანაირი რაუნდები, არანაირი შეჩერებები. ზუსტად ისე, როგორც რეალურ ქუჩურ ჩხუბში.
აღნიშნული ინიციატივა ემთხვევა ჯო როგანის პოზიციას, რომელიც პარტერიდან მებრძოლების ფეხზე წამოყენებას აკრიტიკებს რაუნდის დასრულებისას.
ცარუკიანის იდეას პანელის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ. კრის ვეიდმანმა რაუნდების გაუქმებასთან ერთად მეტოქეზე მუხლით დარტყმების დაშვება მოითხოვა, ხოლო დასტინ პორიერმა ლეგენდარული PRIDE-ის წესების გადმოტანა და იდაყვებით დარტყმების დამატება შესთავაზა.