არმან ცარუკიანი მიიჩნევს, რომ UFC ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ნანატრ ბრძოლას უახლოეს მომავალში არ ჩანიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ მებრძოლს შორის დაძაბულობა უკვე 4 წელია გრძელდება და გულშემატკივრები მათ დაპირისპირებას ელიან, სომეხი სპორტსმენის აზრით, ორგანიზაცია ორივე მათგანს უფრთხილდება.
პოდკასტ Deep Waters-ში სტუმრობისას ცარუკიანმა აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა სრულიად ლოგიკური იქნებოდა, თუმცა UFC ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მისი თქმით, ხელმძღვანელობას არ სურს პედის დამარცხება და არც ილიას მორიგი მარცხი აწყობთ, ამიტომ თოფურიას გაცილებით მარტივ მეტოქეს შეურჩევენ.
რაც შეეხება პიმბლეტს, ცარუკიანის ვარაუდით, ორგანიზაცია მასაც მარტივად საშოვნელ ფულსა და სუსტ მეტოქეს შესთავაზებს, რათა სატიტულო ბრძოლამდე უსაფრთხოდ მიიყვანოს. სომეხი მებრძოლი თვლის, რომ პედის ჭიდაობის ხარჯზე მაქს ჰოლოუეის დამარცხებაც კი შეუძლია, რადგან ამ კომპონენტში ჰოლოუეის სერიოზული ხარვეზები აქვს.
ამასობაში, თავად არმან ცარუკიანს სატიტულო ბრძოლამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. 19 სექტემბერს, UFC 331-ზე ის მაურისიო რუფის შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ის ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბის გარანტიას მიიღებს. ცარუკიანი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და პროგნოზირებს, რომ მეტოქეს მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხებს.