შონ ომალის იანვარში სონგ იადონგთან მოპოვებული გამარჯვება ახლა კიდევ უფრო ფასობს.
მას შემდეგ, რაც ჩინელმა მებრძოლმა შანხაიში უმარ ნურმაგომედოვი უმძიმესი აპერკოტით დაანოკაუტა, ამერიკელი ექს-ჩემპიონი ფაქტს YouTube-ზე სახალისო ვიდეოთი გამოეხმაურა.
უბრალოდ დაფიქრდით, რამდენად მაგარია შონ ომალი? ვხუმრობ, ჩემზე ნუ საუბრობთ. თუმცა, სონგს მართლაც საოცარი წელი აქვს - ჩემთან მარცხის შემდეგ ფიგეირედო და ნურმაგომედოვი გაანადგურა
მისივე თქმით, თუ ოქტომბერში მერაბ დვალიშვილი პეტრ იანს დაამარცხებს, სატიტულო შანსი სწორედ ჩინელს ეკუთვნის. მაგრამ თუ გამარჯვება იანს დარჩება, ქამარზე თავად ომალიმ უნდა იჩხუბოს. დივიზიონში ახლა ნამდვილი ცეცხლი ანთია.