UFC-ის შანხაის ღონისძიება საოცრად დასრულდა.
მთავარ ბრძოლაში სუპერმსუბუქი დივიზიონის დაპირისპირება შედგა, სადაც ადგილობრივი სონგ იადონგი უმარ ნურმაგომედოვს შეხვდა.
მეორე რაუნდში იადონგმა უმარს ყურში დარტყმა გაუტარა და ადგილზე გათიშა.
ჩინელმა დაღესტნელისთვის დამატებით რამდენიმე დარტყმა მოასწრო, თუმცა მსაჯი საქმეში დროულად ჩაერია და ბრძოლა დაასრულა.
სონგ იადონგმა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში სუპერმსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლა მოისურვა.
შეგახსენებთ, რომ ამ წონაში 24 ოქტომბერს, აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ტრილოგია შედგება.