ჯოშ ჰოკიტი ფიქრობს, რომ ტომ ასპინალის დაბრუნებას რაღაც უჩველო აფერხებს.
ასპინალი შარშანდელი ოქტომბრის შემდეგ არ ჩხუბობს, როდესაც სირილ განთან ტიტულისთვის ბრძოლა თვალში თითის ჩარტყმის გამო უშედეგოდ დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელმა ჩემპიონმა ორგანიზაციიდან წასვლაზე ჭორები უარყო და განაცხადა, რომ UFC-სთან ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობს, ჰოკიტი კმაყოფილი არ არის.
ჰოკიტმა სოციალურ ქსელში ასპინალს მიმართა და აღნიშნა:
ტომ, მინდა ყურადღება გავამახვილო ფრაზაზე - „UFC-სთან ყოველდღიურად ვსაუბრობთ“. რატომ უნდა საუბრობდეთ მათთან ყოველდღე და ვინ ვართ „ჩვენ“? კონტრაქტი გაქვს. ხვალვე გებრძოლებოდი, ასე რომ, მეტოქეები პრობლემა არ არის. ივნისში ვარჯიში დაიწყე. გვითხარი, რა არის პრობლემა, ტომ.
ჰოკიტი ამჟამად მძიმე წონის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, რადგან ოქტაგონზე ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ასპინალის მთავარი სამიზნე სირილ განთან ჩანიშნული რემატჩია, რომელმაც ივნისში ალექს პერეირა დაამარცხა და დროებითი ჩემპიონი გახდა.