შონ ო’მალიმ UFC 333-ის თანამთავარი მოვლენის, პეტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის ტრილოგიის შესახებ ისაუბრა და თავისი ფავორიტი დაასახელა.
ოქტომბერში აბუ-დაბიში გასამართ ბრძოლაში ყოფილი ჩემპიონი რუსი მებრძოლის გამარჯვებას ელის, რაც რაც მასთან რემატჩის შესაძლებლობას მისცემს:
ახლა დიდად არავინ არ არის დაინტერესებული ამ ბრძოლით. ასე რომ, შესანიშნავი დაბადების დღის საჩუქარი იქნება, თუ იანი გავა და მოიგებს.
შონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მერაბის წარმოუდგენელი კარდიოსი, იანმა წინა ბრძოლის გვიან რაუნდებში დვალიშვილის გატეხვა შეძლო და უნარების თვალსაზრისით პეტრს უკეთეს მებრძოლად თვლის.
გარდა ამისა, ო’მალიმ ყურადღება გაამახვილა მერაბის ბოლოდროინდელ ცხვირის ტრავმაზეც, რის გამოც ის უპირატესობას პეტრ იანს ანიჭებს.