-
Aa
+
ფონტის ზომა
საღამოს მთავარი მოვლენა უმარ ნურმაგომედოვისა და სონ იადონგის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება იქნება.
ნურმაგომედოვისა და სონის ბრძოლას 61 კგ-მდე (135 ფუნტი) წონით კატეგორიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ორივე მათგანი ცდილობს, წლის ბოლო კვარტალს საჩემპიონო ბრძოლის მიღების მთავარ კანდიდატად შეხვდეს.
ქარდის დანარჩენ ნაწილშიც არაერთი საინტერესო წყვილია, მათ შორის აზიისა და ავსტრალია-ახალი ზელანდიის რეგიონის პერსპექტიული მებრძოლები. შესაბამისად, შაბათს გასამართ ღონისძიებაზე გულშემატკივარს ბევრი საინტერესო ბრძოლა ელის.
მთავარი ბრძოლა: უმარ ნურმაგომედოვი - სონ იადონგი
მთავარი ქარდის სხვა ბრძოლები:
იან სიაონანი - დენიზ გომესი
აორიქილენგი - კაი ასაკურა
ალექს პერესი - სუმუდაერჯი
ლიუ ცე - ლევი როდრიგეს უმცროსი
ბილალ ჰასანი - ნილსონ როხასი
წინასწარი ქარდის ბრძოლები:
ნამსრაი ბატბაიარი - ანდრე ლიმა
რეი ცურუია - კევინ ბორხასი
ჯეკ ჯენკინსი - შონ ვუდსონი
სიაო ლონი - ფრანჩესკო ნუცი
ლოურენს ლუი - ჰექტორ სანტიაგო
სიონ ძინნანი - ჯულია პოლასტრი
დინ მენი - კამერონ ნელსონი
მთავარი ბრძოლა: უმარ ნურმაგომედოვი - სონ იადონგი
ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი უმარ ნურმაგომედოვი ამჯერად შანხაიში ჩინეთის წამყვან მამაკაც მებრძოლ სონ იადონგს დაუპირისპირდება. ეს ორივე მათგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ბრძოლაა.
ნურმაგომედოვმა გასული წლის დასაწყისში მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო ბრძოლაში მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა.
გასული წლის ოქტომბერში, UFC 321-ზე, მან მარიო ბაუტისტა დაამარცხა, 3 თვის შემდეგ კი UFC 324-ზე დეივესონ ფიგეირედოს აჯობა და ამ ბრძოლის წინ კიდევ ერთხელ დაიმკვიდრა ადგილი ტიტულის შესაძლო პრეტენდენტთა მოკლე სიაში.
UFC 324-ზე იბრძოლა სონმაც, რომელმაც შონ ო’მალისთან დაძაბულ ბრძოლაში მსაჯთა გადაწყვეტილებით წააგო. მარცხის მიუხედავად, 28 წლის მებრძოლმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მაისში მან ეფექტურად მოახერხა რეაბილიტაცია, მაკაოში გაემგზავრა და 2018 წლის შემდეგ ჩინეთის მიწაზე ჩატარებულ პირველ ბრძოლაში ფიგეირედო მეორე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
როგორც უნდა განვითარდეს ეს დაპირისპირება, გამარჯვებულს სრულიად საფუძვლიანი პრეტენზია ექნება, რომ იანისა და დვალიშვილის მესამე ბრძოლის გამარჯვებულთან ტიტულისთვის ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდეს.
UFC შანხაის პრელიმები 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყება, მეინ ქარდი კი 14:00 საათზე აიღებს სტარტს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები