ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ორთაბრძოლების დედოფალი - კრის საიბორგის საოცარი ისტორია
სხვა სპორტისხვა სპორტი
UFCUFC

ორთაბრძოლების დედოფალი - კრის საიბორგის საოცარი ისტორია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შერეული საბრძოლო ორთაბრძოლების ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მებრძოლმა კრის საიბორგმა PFL Tampa ფლორიდაზე კეტლენ ვიეირა დაამარცხა და ტიტულებით დახუნძლული 21-წელიანი კარიერის დასრულება კიდევ ცოტა ხნით გადადო, კარიერის რომელიც ურიცხვ ტიტულთან ერთად უკვე 8-წლიან დაუმარცხებელ სერიას მოიცავს - დღევანდელ ბლოგში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქალ სპორტსმენზე მოგიყვებით.


MMA - mixed martial arts - შერეული საბრძოლო ხელოვნებები.


საწყისები


კრისტინ ჟუსტინო ვენანსიო ბრაზილიაში 1985 წელს დაიბადა - განქორწინებული მშობლებისა და ალკოჰოლის პრობლემების მქონე მამის შვილი სპორტით 12 წლის ასაკიდან დაკავდა - კრისტინმა ხელბურთით დაიწყო. სპორტში მოპოვებული წარმატებების გამო, ვენანსიომ მრავალი სპორტული გრანტი მოიპოვა და საბოლოოდ ფიზიკური განვითარების მიმართულებით სწავლა არჩია. კრისტინი სერიოზულად განიხილავდა ხელბურთის პროფესიონალურ კარიერას, თუმცა მის ცხოვრებაში გამოჩნდა ერთ-ერთი ბრაზილიური შერეული ორთაბრძოლების აკადემიის მწვრთნელი რუდიმარ ფედრიგო, რომელსაც კრისტინის ფიზიკური მონაცემები უყურადღებოდ არ დარჩენია და მეტიც, მასში დიდი პოტენციალიც დაინახა. 


მან მუაი ტაის გაკვეთილები შემომთავაზა - მე ძალიან მომეწონა


პროფესიონალური კარიერა


ჟუსტინომ სადებიუტო ორთაბრძოლა 2005 წელს, 19 წლის ასაკში ერიკა პაესთან გამართა და დამარცხდა - 2018 წელს ამანდა ნუნიესთან მარცხამდე, ეს კიბორგის კარიერაში ერთადერთი მარცხი იყო. ამის შემდეგ ბრაზილიელის მოგებების სერია დაიწყო - სამშობლოში ზედიზედ გამარჯვებების შემდეგ, 2008 წელს ჟუსტინოს დებიუტი ამერიკაში EliteXC: Unfinished Business-ზე შედგა. 2009 წელს კრისმა ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს იასამნისფერი ქამარი მიიღო, რაც შუა, თუმცა გარდამტეხი საფეხურია მოყვარულისა და ოსტატის დონეებს შორის. 


2009 წელს კრისმა დიდ MMA ორგანიზაცია Strikeforce-სთან გააფორმა კონტრაქტი და პირველივე ბრძოლაში სახელოვანი მეტოქე, ჰიტომი აკანო ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო 2009 წლის 15 აგვისტოს MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გაიმართა - პირველად ისტორიაში მსხვილი ორგანიზაციის მთავარი ბრძოლა ქალთა შორის გაიმართა - Strikeforce: კარანო v საიბორგი. კრისი ამ სპორტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფიგურას, ამერიკელ მსახიობ ჯინა კარანოს დაუპირისპირდა და პირველი რაუნდის დასრულებამდე 1 წამით ადრე ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ბრძოლამდე ინტერვიუში დასმულ კითხვაზე, თუ რა დრო დასჭირდებოდა მას კარანოს მახრჩობელათი დასამარცხებლად, კრისმა ეს ილეთი თვითონ ჟურნალისტ აარონ ტრიუს გაუკეთა.



დოპინგ-სკანდალი


2011 წელს საიბორგი ორგანიზაციაში ჰიროკო იამანაკასთან საბრძოლველად დაბრუნდა - ბრაზილიელმა პირველი რაუნდის მე-16 წამზე ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტმა ანაბოლიკური სტეროიდის, სტანოზოლოლის გამოყენება დაადასტურა. აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო, ბრძოლის შედეგი გაუქმდა და არშემდგარად (No Contest) გამოცხადდა. საიბორგს ბრძოლის გამართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდა და ფულადი ჯარიმაც დაეკისრა.


მუაი ტაი და MMA-ში დაბრუნება


2013 წელს, Strikeforce-ის დაშლის შემდეგ კრისი Invicta FC-ში გაწევრიანდა და ტრადიციულად ტექნიკური ნოკაუტებით გამარჯვებები განაგრძო. შემდეგ საიბორგი მუაი ტაის დაუბრუნდა - Lion Fight-ში ბრაზილიელმა ერთი ბრძოლა მოიგო, ხოლო მეორეში დამარცხდა. 2015 წელს ბრაზილიელი MMA-ს დაუბრუნდა და გამარჯვებების სერია გაახლა. რის შემდეგაც ახალი უფრო მაღალი საფეხურის დრო დადგა -UFC.


UFC


ვენანსიომ UFC-სთან კონტრაქტი 2015 წელს გააფორმა და რა თქმა უნდა სადებიუტო ორთაბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა. საიბორგს კიდევ შეექმნა დოპინგთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა მისმა გუნდმა მყისიერად განმარტა, რომ საქმე ეხებოდა ნივთიერებას, რომელიც მას წონის დაკლების შემდეგ აღდგენაში ეხმარებოდა - კრისი გამოძვრა, თუმცა მომავალმა მეტოქემ, ჩემპიონმა ჟერმენ დე რანდამიმ მასთან ბრძოლაზე უარი განაცხადა - ნიდერლანდელი ამბობდა, რომ საიბორგი დოპინგის გამოყენებაში მხილებული მებრძოლი იყო და მასთან ბრძოლას ქამრის ჩამორთმევა ერჩივნა. UFC ასეც მოიქცა - საიბორგი ვაკანტური ქამრისთვის ტონია ევინგერს ეჩხუბა და თავის სტილში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. უკვე კიბორგად წოდებული კრისტინ ჟუსტინო ვენანსიო მსოფლიოს უდიდესი MMA ორგანიზაციის ჩემპიონი გახდა.



კარიერის ყველაზე რთულ ბრძოლამდე საიბორგმა კიდევ ორი ბრძოლა მოიგო და 2018 წლის 29 დეკემბერს MMA-ის ყველა დროის  ერთ-ერთ საუკეთესოდ წოდებულ ამანდა ნუნიესს დაუპირისპირდა - ბრაზილიელი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. დაბრუნებულმა საიბორგმა ორგანიზაციაში კიდევ ერთი, კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო  ბრძოლა ჩაატარა - კრისმა ფელიშა სპენსერს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. დენა უაითთან მრავალწლიანი უთანხმოების გამო კი UFC-ს ახალი კონტრაქტი ვერ მიიღო.


Bellator MMA და კრივი


2019 წელს ბრაზილიელი ორგანიზაცია Bellator MMA-ს შეუერთდა, სადაც ბრძოლები ერთმანეთის მიყოლებით მოიგო - რიგით მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ საიბორგმა განაცხადა, რომ ძალების მოსინჯვა და ქამრის მოპოვება პროფესიონალურ კრივშიც სურდა. საიბორგის პროფესიონალური დებიუტი კრივში 2022 წლის 25 სექტემბერს შედგა - ბრაზილიელმა პირველივე ბრძოლაში ყოფილი ჩემპიონი, სიმონე სილვა დაამარცხა და შეუჩერებელ სვლას დაუდო სათავე - გამარჯვებები ერთმანეთის მიყოლებით და PFL Super Fights-ის ქალთა ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობა.


კრის საიბორგმა საბრძოლო სპორტის ისტორია დაწერა - ბრაზილიელმა პაულინა კარდონა მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მეორე წამზე დაამარცხა და სუპერ საშუალო წონაში WIBA-ს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გამარჯვებით მან პროფესიონალურ კრივში თავისი რეკორდი 8-0-მდე გაზარდა. WIBA-ს მსოფლიო ქამრის მოპოვებით კი საიბორგი საბრძოლო სახეობების ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, რომელიც ერთდროულად მსოფლიო ჩემპიონის უმაღლეს ტიტულს როგორც კრივში, ასევე  MMA-ში ფლობდა.


PFL-ის ქალთა ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი და კარიერული მიღწევების შეჯამება


2025 წლის 13 დეკემბერს, PFL Champions Series 4-ზე, საიბორგი სარა კოლინსს ქალთა ქვემსუბუქი წონის სადებიუტო საჩემპიონო ქამრისთვის შეხვდა - ბრაზილიელმა ორთაბრძოლა მესამე რაუნდში, ცნობილი მახრჩობელა ილეთით, rear-naked choke-ით მოიგო, ხოლო 2026 წლის 22 აგვისტოს PFL Tampa ფლორიდაზე ტიტული კეტლენ ვიეირას წინააღმდეგ დაიცვა.



საიბორგის ტიტულების არასრული ჩამონათვალი:


შერეული ორთაბრძოლები (MMA)


PFL (Professional Fighters League)PFL-ის ქალთა ქვემსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონი (მოქმედი, 1 წარმატებული დაცვა)

PFL Super Fights-ის ქალთა ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი (სადებიუტო)


Bellator MMA

Bellator-ის ქალთა ქვემსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონი (5 წარმატებული დაცვა)


UFC (Ultimate Fighting Championship)

UFC-ის ქალთა ქვემსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონი (2 წარმატებული დაცვა)


Invicta FC

Invicta FC-ის ქალთა ქვემსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონი (3 წარმატებული დაცვა)


Strikeforce

Strikeforce-ის ქალთა ქვემსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონი (2 წარმატებული დაცვა)


პროფესიონალური კრივი


WIBA (Women's International Boxing Association)WIBA-ს მსოფლიო ჩემპიონი სუპერ საშუალო წონაში (Super Welterweight)


FMS-ის ქალთა სუპერ საშუალო წონის ჩემპიონი (Fight Music Show, ერთგზის)


გრეპლინგი / ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ(BJJ)


ADCC World Submission Fighting Championship

2011 წლის ADCC ჩემპიონატი: ბრინჯაოს მედალი (+60 კგ)

2009 წლის ADCC ჩემპიონატი: ბრინჯაოს მედალი (+60 კგ)


IBJJF World Jiu-Jitsu Championship

2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: ოქროს მედალი (იასამნისფერი ქამარი, +74 კგ)

2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: ოქროს მედალი (ლურჯი ქამარი, +74 კგ)


The Athletic-ის 2010-იანი წლების ათწლეულის საუკეთესო ქალი მებრძოლი ქვემსუბუქ წონაში ერთია იმ უამრავი აღიარებიდან, რომელიც კრის საიბორგს წლების მანძილზე მიუღია. საიბორგი ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც MMA-ის 5 წამყვან ორგანიზაციაში (PFL, Bellator, UFC, Invicta FC, Strikeforce) მოიპოვა საჩემპიონო ქამარი, და როგორც უკვე გითხარით, პირველი, ვინც ერთდროულად ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს MMA-სა და კრივში.



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

კრივი
MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ გადაარჩინა დანა უაითმა ნინა დრამა გიჟი სტალკერისგან

•UFC

UFC

როგორ გადაარჩინა დანა უაითმა ნინა დრამა გიჟი სტალკერისგან
•UFC

UFC

UFC-ის პარიზის ბრძოლა ჩაიშალა

•UFC

UFC

UFC-ის პარიზის ბრძოლა ჩაიშალა
•UFC

UFC

ჯარიმა გამარჯვების აღნიშვნისთვის: UFC-ის ვარსკვლავები მკაცრად დასაჯეს

•UFC

UFC

ჯარიმა გამარჯვების აღნიშვნისთვის: UFC-ის ვარსკვლავები მკაცრად დასაჯეს
•UFC

UFC

ყველაფერი, რაც UFC-ის შანხაის ღონისძიებაზე უნდა იცოდეთ

•UFC

UFC

ყველაფერი, რაც UFC-ის შანხაის ღონისძიებაზე უნდა იცოდეთ
•UFC

UFC

News image

26 აგვ, 2026

როგორ გადაარჩინა დანა უაითმა ნინა დრამა გიჟი სტალკერისგან

News image

19 სთ წინ

UFC-ის პარიზის ბრძოლა ჩაიშალა

News image

19 სთ წინ

ჯარიმა გამარჯვების აღნიშვნისთვის: UFC-ის ვარსკვლავები მკაცრად დასაჯეს

News image

2 სთ წინ

ყველაფერი, რაც UFC-ის შანხაის ღონისძიებაზე უნდა იცოდეთ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება