მონტენეგროში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მე-3 დღეს ილია სულამანიძე (-100 კგ) ფინალში გავიდა.
ქართველმა პირველ დაპირისპირებაში ვაზარ-იუკოთი დაამარცხა კუკოლი და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც იტალიელ ჯენარო პირელის იუკოთი სძლია და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
1/2 ფინალში ილიას მეტოქე არმან ადამიანი იყო, რომელსაც ვაზარით აჯობა და ფინალში გავიდა.
ფინალში სულამანიძე აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდება, რომელთანაც პარიზის ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
დღეს ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
საქართველოს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი აქვს - გიორგი სარდალაშვილი (ოქრო), ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი) და ტატო გრიგალაშვილი (ვერცხლი).