საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში ლიონმა რენი 4-1 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძე თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა ანგარიში 3-1 იყო. ქართველმა 76-ე წუთზე გუნდის კაპიტანი ალექსანდერ ლაკაზეტი შეცვალა.
შემოსვლიდან 1 წუთში ჟორჟმა რაიან შერკისთან კომბინირებით ულამაზესი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.
ეს გიორგი მიქაუტაძის მე-10 გოლია ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში.
ლიონმა ამ მოგებით 54 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.