ნიდერლანდური Telegraaf ანდრეს ინიესტას შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პერუელმა პროკურორებმა ინიესტას მიმართ გამოძიება სავარაუდო თაღლითობის საქმეზე დაიწყეს, რომელიც დაახლოებით 602,000 დოლარს უკავშირდება მისი კომპანიის, NSN Sudamérica S.A.C.-ის ადგილობრივი ფილიალის გავლით.
კომპანია 2023 წელს საფეხბურთო და მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით დაფუძნდა, ინიესტას კი ინვესტორებისა და საჯარო პარტნიორების მისაზიდად იყენებდნენ.
დაპირებული ღონისძიებებიდან მხოლოდ ერთი ჩატარდა, სანამ კომპანია 2024 წლის შუა პერიოდში გაკოტრდებოდა. ინვესტორები აცხადებენ, რომ მათი ფული გაუჩინარდა და ანაზღაურება არ მიუღიათ.
ინიესტა და მისი პარტნიორები დანაშაულს უარყოფენ, ამტკიცებენ, რომ ბრალდებები მცდარია და თავადაც მოტყუვდნენ სხვების მიერ. საქმე ჯერ კიდევ წინასასამართლო ფაზაშია.
ესპანელმა ნახევარმცველმა ბარსელონა 2018 წელს დატოვა და 5 წელი იაპონურ ვისელ კობეში გაატარა, 2024 წელს კი კარიერა 40 წლის ასაკში ემირატებში დაასრულა.