ანდრეს ინიესტა სოციალურ ქსელში სერხიო ბუსკეტსის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.
"რა დიდი პატივია, რომ შენთან ერთად გავატარე ეს წლები, ძმაო.
როგორ ვისიამოვნე შენს გვერდით ყოფნით! რა დიდებული დრო იყო!
შენ ნამდვილად ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა ხარ. გქონდა თამაშის უნიკალური სტილი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს იმაში, რაც წინ გელოდება." - წერს ინიესტა.
"მადლობა, რომ იყავი დიდებული ფეხბურთელი" - სერხიო რამოსი ბუსკეტსს
სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება თავად გამოაცხადა. ის MLS-ის სეზონს ინტერ მაიამისთან ერთად დაამთავრებს და ბუცებს ოფიციალურად ჩამოკიდებს ლურსმანზე.
სერხიო ბუსკეტსი - უნიკალური ტალანტი, რომელმაც თამაში შეცვალა