ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ლიონელ მესიმ ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის კარიერის დასრულებაზე ისაუბრა.
„მართალია, ეს რთულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხვდები, მთელი პროფესიული ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვენი და ხედავ, როგორ ასრულებენ კარიერას გარშემო მყოფები, ვისთან ერთადაც წლები გაატარე. აცნობიერებ, რომ შენი დროც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს.
მეორეც იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ერთი ტალღაზე ვიყავით, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებდა, მათ შორის ჩვენს ოჯახებსაც. ამიტომ ეს მხოლოდ მოედანზე დაკარგული თანაგუნდელები კი არა, მეგობრების დაკარგვაც არის.
და რა თქმა უნდა, მათთვისაც რთული პერიოდია, რადგან იმის დატოვება, რასაც მთელი გული მიუძღვენი, არასოდეს არის ადვილი.“ - განაცხადა არგენტინელმა.
ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი კარიერას ოფიციალურად MLS-ის სეზონის დამთავრების შემდეგ დაასრულებენ.