ლიონელ მესიმ NBC-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
ჟურნალისტი: „თქვენ აქ ნაწილობრივ იმისთვის ჩამოხვედით, რომ ფეხბურთის პოპულარობა გაგეზარდათ ამერიკაში... ფიქრობთ, რომ ეს მოახერხეთ?“
„დიახ, ასე ვფიქრობ. დღეს ინტერ მაიამის ბრენდი ძალიან ძლიერია, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ გლობალურ დონეზეც.
ვფიქრობ, კლუბმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ყველა მიმართულებით განვითარდა - სპორტულად, ინსტიტუციურად და ორგანიზაციულად და მგონია, რომ ჯერ კიდევ არის სივრცე, რომ განაგრძოს ზრდა და გაუმჯობესება ყველა ასპექტში.
არსებობს ძალიან ძლიერი საფუძველი, კლუბები მზად არიან და გულწრფელად სურთ ამ განვითარებას მიაღწიონ და მე მჯერა, რომ ეს დრო დადგა... მაგრამ გუნდებს დიდი ცვლილებები სჭირდებათ, რომ განვითარება განაგრძონ.
ამ პროცესის დასაწყებად, ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მოიყვანოს ის ფეხბურთელები, ვინც სურს და გააფორმოს კონტრაქტები შეზღუდვების ან რეგულაციების გარეშე.
დღეს შეერთებულ შტატებში ყველა კლუბს აქვს ამისთვის რესურსი და შესაძლებლობა და მჯერა, რომ თუ ეს თავისუფლება მიეცემათ, აქ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი მოვა.“ - განაცხადა არგენტინელმა.
მესი: "ვინ არიან სხვა სპორტების GOAT-ები?"