VIDEO: მესის დუბლი - ინტერ მაიამიმ პლეიოფის პირველი მატჩი მოიგო
25 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ინტერ მაიამიმ საკუთარ მოედანზე ნეშვილი მიიღო.
თამაშის დაწყების წინ ლიონელ მესიმ კუთვნილი ოქროს ბუცი მიიღო, რომელიც რეგულარული სეზონის 28 მატჩში 29 გოლის გატანით დაიმსახურა.
შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე ლუის სუარესის პასის შემდეგ სწორედ არგენტინელმა თავური დარტყმით გახსნა. 62-ე წუთზე ტადეო ალიენდემ სხვაობა ორამდე გაზარდა, მატჩის კომპენსირებულ დროში კი კიდევ 2 გოლი გავიდა.
ლიონელ მესიმ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში დარტყმულით დუბლი შეასრულა, ჰანი მუხტარმა კი ერთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში (3-1) დააფიქსირა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 2 ნოემბერს გაიმართება.