ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

სერხიო ბუსკეტსი - უნიკალური ტალანტი, რომელმაც თამაში შეცვალა
ფეხბურთიფეხბურთი

სერხიო ბუსკეტსი - უნიკალური ტალანტი, რომელმაც თამაში შეცვალა

26 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნახევარმცველი, ყველა გუნდის საყრდენად მყოფი და მთავარი ფიგურა, რომლის შრომაც ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა, ამერიკული სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას ასრულებს.


სერხიო ბუსკეტსის უდიდესი ნიჭი ყოველთვის დროის შეგრძნება იყო და ახლა მან გადაწყვიტა, რომ დროა წავიდეს.


ბუსკეტსი ბარსელონას 2005 წელს შეუერთდა და დებიუტი პირველ გუნდში 2008 წლის სექტემბერში, რასინგ სანტანდერთან ჰქონდა. რასინგის მაშინდელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ თითქმის არაფერი იცოდა მასზე; თითქმის არავინ იცოდა, გარდა პეპ გვარდიოლასი.


მაღალი, გამხდარი ბიჭი, ყოფილი მეკარე კარლოსის შვილი, რომელმაც ერთხელ თქვა, რომ უთოთი ხელები დაიწვა პატარა სერხიო რომ გადაერჩინა. ბუსკეტსი გვარდიოლას თავკაცობით ბარსელონას B გუნდში თამაშობდა, ესპანეთის რეგიონულ მესამე დივიზიონში. ცოტას ესმოდა, რატომ დააწინაურეს ის, მაგრამ მალევე ტრებლის გამარჯვებული გახდა - სეზონი სანტა ეულალიაში დაიწყო და რომში ჩემპიონთა ლიგის ფინალით დასრულდა. წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ იგი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. მომდევნო წლებში მოიგო კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი. ბარსელონა კი 9 ჩემპიონობით, 7 თასით, 3 ჩემპიონთა ლიგითა და ჯამში 34 ტიტულით დატოვა, სულ კი 722 მატჩი ჩაატარა.



მაგრამ საქმე რიცხვებში არ არის. ბუსკეტსი თითქმის ანტი-სტატისტიკური ფეხბურთელია - მოთამაშე, რომელიც ასე მარტივად ვერ იზომება. მან თამაში თავდამსხმელად დაიწყო, ბარსელონა B-ში სადებიუტო მატჩში გაიტანა კიდეც, მაგრამ მთავარ გუნდში არ იყო დრიბლიორი, არ იტანდა ბევრ გოლს - სულ 20 - და არც საგოლე პასებით გამოირჩეოდა. იგი იყო საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც „თავს არ იცავდა“: გმირულ ვარდნებს სწორ პოზიციონირებას ამჯობინებდა. გარეგნობითაც დიდ ათლეტს არ ჰგავდა. ბევრს არ დარბოდა და არც სწრაფად მოძრაობდა. ბურთი კი მოძრაობდა - ზუსტად მაშინ, როცა უნდა ემოძრავა და როცა საჭირო იყო შეჩერება, ჩერდებოდა. მისი გონებაც ისევე სწრაფად მუშაობდა. ბუსკეტსმა უბრალოდ ყველაფერი იცოდა, ის ყველაფერს ხედავდა.


მან თავისი როლი იმ გუნდებში, რომლებმაც ფეხბურთი გადაახალისეს, თავიდან განსაზღვრა.


ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო ჩამშლელი.


- თქვა ჩავიმ, თუმცა „ჩამშლელი“ არასოდეს იყო საკმარისი აღწერა. მას „საყრდენი“ უფრო უხდება - ის, ვის გარშემოც ყველაფერი ტრიალებს. მოთამაშე, რომლისთვისაც სისწრაფე გონებაშია და ბურთის მოძრაობის კონტროლია მთავარი: როდის უნდა აიღოს პაუზა, როდის უნდა შეინარჩუნოს და რაც მთავარია - როდის უნდა გასცეს ბურთი. ვინც ჩუმად ყველაფერს ამუშავებს გარშემო. და ეს მართლაც ასე იყო: მისი ნახევარდაცვა, ჩავისა და ანდრეს ინიესტასთან ერთად, შეიძლება ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო იყოს.



ის გუნდი მთლიანად გამორჩეული იყო, კლუბშიც და ნაკრებშიც. გუნდი, სადაც ინიესტა და ჩავი თამაშობდნენ, სადაც იყვნენ ლეო მესი, დავიდ ვილია, ფერნანდო ტორესი და სერხიო რამოსი, სადაც იყვნენ ჟერარ პიკე და კარლეს პუიოლი; გუნდები, სადაც იყვნენ ტიერი ანრი და სამუელ ეტო’ო, ლუის სუარესი და ნეიმარი. სხვები შეიძლება უფრო სანახაობრივი იყვნენ, უფრო მიმზიდველი. არავის სურდა, ბუსკეტსი ყოფილიყო - რაც მისთვის სრულიად მისაღები იყო. თითქმის არავის… თუმცა სამხრეთ აფრიკაში, როცა ბევრს ეჭვი ეპარებოდა მის როლში, ვისენტე დელ ბოსკემ თქვა:


ახლა რომ შემეძლოს ფეხბურთელი ვიყო, მინდა ბუსკეტსს დავემსგავსო.


მწვრთნელებიც და თანაგუნდელებიც მას გულწრფელად აფასებდნენ: იოჰან კრუიფმა მას „საჩუქარი“ უწოდა, გვარდიოლამ – „შეუფასებელი“. გვარდიოლას ახსენდება, როგორ მიუბრუნდა მას მესი ბუსკეტსის პირველივე ვარჯიშის შემდეგ და უთხრა: „მას თამაში შეუძლია.“


"არ მინდა, ჩემზე ბევრი ილაპარაკონ," - ამბობდა ბუსკეტსი.


ინტერვიუებს იშვიათად ვიძლევი. ტვიტერზე არ ვარ. თავდამსხმელები დიდებას იღებენ, მაგრამ მე ეგოისტი არ ვარ, არ მწყურია შექება ან მთავარი როლი. მირჩევნია, ფორვარდებმა გაიტანონ; ისინი გოლებით ცხოვრობენ. მე არ მაინტერესებს. რომ მაინტერესებდეს, ამ პოზიციაზე არ ვითამაშებდი. მიყვარს ჩემი როლი, მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ.


და ის აკეთებდა ისე, როგორც სხვა არავინ. მისთვის უხილავობა ბუნებრივი იყო, რადგან ეს ამბავი მასზე არ იყო. დელ ბოსკეს ერთი ცნობილი ფრაზა ზუსტად აღწერს მას:


თამაშს უყურებ და ბუსკეტსს ვერ ხედავ; ბუსკეტსს უყურებ და მთლიან თამაშს ხედავ.



"ის უნიკალურია," - თქვა ლუის ენრიკემ, და ეს მართლაც შესაფერისი სიტყვაა. ძნელი გასახსენებელია ფეხბურთელი, ვინც ბუსკეტსს ჰგავს - ფეხბურთელი, რომელმაც თავისი როლი თავიდან განსაზღვრა. თითქოს კონტრ-კულტურული იყო, მაგრამ საბოლოოდ თავად გახდა ახალი კულტურის სახე.


საყრდენის როლი უფრო ტაქტიკური სიზუსტეა, ვიდრე ფიზიკური დომინაცია: ფიქრი, გამოთვლა, გადაწყვეტილებების მიღება როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, ყველაფრის კონტროლი


- ამბობდა თავად და მართლაც, ის დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერს აზრს აძლევდა.


მის ასაკში ბუნებრივია, რომ ზოგს ეჭვი ეპარებოდა, შეეძლო თუ არა მას ამის გაგრძელება. ცუდი დღეებიც ჰქონდა და ბარსელონას ფინანსური კრიზისის ფონზე მისი შენარჩუნების ხარჯიც მაღალი იყო. ამიტომაც, 2023 წელს მისი წასვლა ერთგვარი ტვირთის მოხსნას ჰგავდა - დრო მართლაც დადგა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკემ სცადა მისი დარწმუნება, რომ გაეგრძელებინა ნაკრებში თამაში 2026 წლის მუნდიალამდე, მაგრამ ჩავიმაც, რომელიც მას „ფუნდამენტურს“ უწოდებდა, ვერ გადაარწმუნა ის, რომ ბარსელონადან არ წასულიყო.


2023 წელს ბუსკეტსი ინტერ მაიამის შეუერთდა და ბურთს ძველ მეგობრებთან - ლეო მესისთან, ლუის სუარესთან და ჟორდი ალბასთან - ერთად აგორებდა.


თუმცა თუ არის რამე, რაც ბუსკეტსმა ყოველთვის იცოდა - ეს ის იყო, თუ როდის რა უნდა გაეკეთებინა და დადგა ის დროც, როცა ესპანელი ნახევარმცველი პროფესიონალურ კარიერას ოფიციალურად ასრულებს.


"მადლობა ფეხბურთს ყველაფრისთვის" - სერხიო ბუსკეტსი კარიერას ასრულებს

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
ბუსკეტსი
ესპანეთის ნაკრები
ესპანეთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: იამალის საგოლე პასი დაბრუნებიდან 1 წუთში - ბარსა ლა ლიგაში გალიდერდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: იამალის საგოლე პასი დაბრუნებიდან 1 წუთში - ბარსა ლა ლიგაში გალიდერდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა - პსჟ: ტრავმებით გაფუჭებული ბრწყინვალე დაპირისპირება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა - პსჟ: ტრავმებით გაფუჭებული ბრწყინვალე დაპირისპირება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2184 დღის შემდეგ - მარკ მარკესი MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონია

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

2184 დღის შემდეგ - მარკ მარკესი MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონია
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

"ორივე გუნდისთვის ძალიან საწყენია", - ლუის ენრიკე ბარსასთან მოახლოვებულ თამაშზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ორივე გუნდისთვის ძალიან საწყენია", - ლუის ენრიკე ბარსასთან მოახლოვებულ თამაშზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

VIDEO: იამალის საგოლე პასი დაბრუნებიდან 1 წუთში - ბარსა ლა ლიგაში გალიდერდა

News image

27 სექ, 2025

ბარსელონა - პსჟ: ტრავმებით გაფუჭებული ბრწყინვალე დაპირისპირება

News image

15 სთ წინ

2184 დღის შემდეგ - მარკ მარკესი MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონია

News image

16 სთ წინ

"ორივე გუნდისთვის ძალიან საწყენია", - ლუის ენრიკე ბარსასთან მოახლოვებულ თამაშზე